ეპოეტინ ალფა – EPOETIN ALPHA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ადამიანის რეკომბინანტულ ერითპოეტინს, გასუფთავებულ გლიკოპროტეინს, რომელიც ასტიმულირებს ერითროპოეზს. იგი სინთეზირდება ძუძუმწოვრების უჯრედებში, სადაც  „ჩაშენებული“ გენი ახდენს ადამიანის ერითროპოეტინის კოდირებას. თავისი ბიოლოგიური და იმუნოლოგიურ თვისებებით იგი ადამიანის ერითროპოეტინის იდენტურია, რომელიც გამოყოფილია შარდიდან, ენდოგენური ერითროპოეტინის სინთეზი ხორციელდება თირკმელებში და დამოკიდებულია სისხლის ოქსიგენაციის დონეზე.
ჩვენებები
ანემიის სიმპტომატური და ტრანსფუზიური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია თირკმელების ქრონიკულ უკმარისობასთან.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი შეჰყავთ პარენტერულად, კანქვეშ ან ვენაში. ერთჯერადი დოზა შეადგენს 30-100 სე/კგ სხეულის წონაზე. შეყვანის სიხშირე და გამოყენების ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას არა ჩვენების მიხედვით, ან რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, თავის ტკივილი, დეზორიენტაცია სივრცესა და დროში, გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები, თრომბოციტოზი, თრომბოზული გართულებების განვითარების რისკი.
უკუჩვენებები
არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტონია.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი ინფუზიის სახით არ გამოიყენება;
♦ მისი თერაპიული ეფექტურობა შესაძლებელია შემცირდეს რკინის, ფოლის მჟავას, ვიტამინ B12-ის დეფიციტის დროს;
♦ ალუმინის ინტოქსიკაციის, ინტერკურენტული დაავადებების, ფარული სისხლდენის, ჰემოლიზის, ძვლის ტვინის ფიბროზის დროს.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook