ერგომეტრინი – ERGOMETRINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს ჭვავის რქის ალკალოიდს. ზრდის საშვილოსნოს მიომეტრიუმის ტონუსს და შეკუმშვის ძალას.
ჩვენებები
მშობიარობის შემდგომ ადრეულ პერიოდში ჰიპოტონური სისხლდენის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის;
საშვილოსნოს ინვოლუციისათვის მშობიარობისა და აბორტის შემდეგ.
დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია.
ერთჯერადი დოზა შიგნით მიღებისას შეადგენს 200-400 მკგ-ს 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზა ვენაში ან კუნთებში შესაყვანად უტოლდება 200-500 მკგ-ს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 მგ-ს.
პარენტერული შეყვანის კომბინირება შესაძლებელია პრეპარატის პერორალურ მიღებასთან.
გვერდითი მოვლენები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, გარდამავალი არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, ზოგჯერ ბრადიკარდია, სისხლძარღვთა სპაზმი, ქოშინი, ინსულტი, ფილტვების შეშუპება, თრომბოფლებიტი, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები.
უკუჩვენებები
* ორსულობა;
* მშობიარობის I და II პერიოდი ნაყოფის თავის დაბადებამდე;
* ნეფროპათია.
* გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები;
* ეკლამფსია;
* მომატებული მგრძნობელობა წამლის მიმართ, პორფირია;
* ერგომეტრინი არ იხმარება სამშობიარო მოქმედების გამოსაწვევად ან გასაძლიერებლად;
* მას იყენებენ მშობიარობის მეორე ეტაპის დამთავრების, ნაყოფის დაბადების შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები
♦ იყენებენ მხოლოდ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
♦ განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება მშობიარობის მესამე პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ადრეულ პერიოდში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების საშიშროების გამო.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook