ესტროფემი – ESTROFEM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ესტრადიოლი/ESTRADIOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ესტროგენი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
ესტრადიოლი………………          2 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ესტროფემი ახდენს ესტროგენულ მოქმედებას. ავსებს ენდოგენური ესტროგენების დეფიციტს. ესტროფემი არეგულირებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლას, წყალ–მარილოვან ბალანსს, სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების  და ქოლესტერინის დონეს აქვეითებს. ასტიმულირებს საშვილოსნოს განვითარებას, ინარჩუნებს ძვლოვანი ქსოვილის ნორმალურ სტრუქტურას, აუმჯობესებს განწყობას და ლიბიდოს ამაღლებს.
ჩვენებები:
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია  ქალებში  პოსტმენოპაუზის პერიოდში; ესტროგენული უკმარისობის სინდრომი, ქირურგიული მენოპაუზის დროს.
პოსტმენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა.
დოზირების რეჟიმი:
ესტროფემი ინიშნება 2მგ.(1 ტაბლეტი) დღეში, უწყვეტი კურსი.
დოზის გაზრდა ან შემცირება ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში აღინიშნება სიმპტომების შესუსტების  არასაკმარისი შედეგი ან პრეპარატი ცუდად გადაიტანება.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის ინიშნება 2 მგ (1 ტაბლეტი) ყოველდღიურად. ძვლის მინერალური სიმკვრივის დანაკარგის შეჩერება მიიღწევა 1–2 მგ–ის დანიშვნისას, ამიტომ ოსტეოპოროზის ხანგრძლივი პროფილაქტიკისთვის უფრო მაღალი დოზა, ჩვეულებრივ, საჭირო არ არის.
ჰისტერექტომიის შემდეგ პაციენტების მკურნალობის დაწყება შეიძლება ნებისმიერ დღეს. შენარჩუნებული მენსტრუაციული ციკლის დროს პირველი ტაბლეტი მიიღება ციკლის მე–5 დღეს.
ქალებს ინტაქტური საშვილოსნოთი ესტროფემი შეიძლება დაენიშნოთ პროგესტაგენთან კომბინაციაში.
65 წელზე მეტი ასაკის ქალებში პრეპარატის მიღების შეზღუდული გამოცდილება არსებობს.
1 ტაბლეტის გამოტოვების შემდეგ მეორე დღეს დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
გვერდითი მოქმედება:
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (>1/100;  <1/10)
ცნსის მხრივ: დაპრესია, თავის ტკივილი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი ან გულისრევა;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და გაზრდა;
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული შეშუპება;
სხვა: სხეულის მასის გაზრდა, ფეხის კუნთების კრუნჩხვა.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: (>1/1000;  <1/100)
სასქესო სისტემის მხრივ: სარძევე ჯირკვლების სიმსივნე;
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა;
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ვენოზური თრომბოზი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, ღებინება მეტეორიზმი, ქოლელითიაზი.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (>1/1000)
სასქესო სისტემის მხრივ: პათოლოგიური სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან, ვაგინალური კანდიდოზი, ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების რისკი, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და მიომატური კვანძების გაზრდა, საშვილოსნოს ლეიომიომის გაზრდა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.
ცნსის მხრივ: შაკიკის გაძლიერება, ინსულტი, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა, ეპილეფსია, ქორეა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ქოლესტაზური სიყვითლე.
დერმატოლოგიური რეაქციები: ალოპეცია, ქლოაზმა (ყვითელი პიგმენტური ლაქები სახეზე), ექსუდატიური მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, ქავილი.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მომატება, მიკარდის ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ნატრიუმის, კალციუმის და წყლის (შეშუპება) ცვლის დარღვევა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევა.
სხვა: ბრონქიალური ასთმის შეტევების გახშირება.
უკუჩვენებები:
* დადგენილი ან საეჭვო ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე (მათ შორის ენდომეტრიუმის სიმსივნე);
* სასქესო ორგანოებიდან გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა;
* ენდომეტრიუმის უმკურნალებელი ჰიპერპლაზია;
* ღრმა ვენების თრომბოფლებიტი, თრომბოზი ან თრომბოემბოლიური დაავადება აქტიურ ფაზაში;
* უახლოეს პერიოდში გადატანილი თრომბოემბოლიური დაავადება;
* ღვიძლის მწვავე დაავადებები ან ანამნეზში ღვიძლის დაავადება, რომლის შედეგაც ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებელები არ ნორმალიზდება;
* სარძევე ჯირკვლის დაავადება (დადგენილი ან საეჭვო).
* პორფირია;
* ორსულობა;
* ლაქტაცია;
* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
სიფრთხილეა საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:
ლეიომიომა (საშვილოსნოს ფიბროადენომა) ან ენდომეტრიოზი;
თრომბოემბოლიის რისკ–ფაქტორები ან თრომბოემბოლია ანამნეზში;
ესტროგენოდამოკიდებული სიმსივნის განვითარების რისკ ფაქტორი (I ხარისხის ნათესავებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულთა სიჭარბე);
არტერიული ჰიპერტენზია;
ღვიძლის დაავადებები (მათ შორის ღვიძლის ადენომა);
შაქრიანი დიაბეტი (მათ შორის ანგიოპათია);
ქოლელითიაზი;
შაკიკი ან თავის ძლიერი ტკივილი;
სისტემური წითელი მგლურა;
ანამნეზში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
ეპილეფსია;
ბრონქიალური ასთმა;
ოტოსკლეროზი;
ოჯახური ჰიპერლიპოპროტეინემია;
ანამნეზში სიყვითლე (მათ შორის ან ჰორმონალური პრეპარატების მიღების ფონზე ან ფეხმძიმობის პერიოდში გაუარესებული).
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის მიღბა უკუნაჩვენებია. პრეპარატით მკურნალობისას დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. თუმცა არსებული მონაცემებით ესტროგენების ტერატოგენული და ფეტოტოქსიური მოქმედება დადგენილი არა არის.
პრეპარატი იკრძალება ლაქტაციის დროსაც.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 250C ტემპერატურისა.
ვადა – 4 წელი.
მწარმოებელი: NOVO NORDISK

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook