ექტო აქტივი 7% კრემი / Ecto Active 7% cream

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშუალებები ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით
შემადგენლობა
ექტოინი  არის ბუნებრივი, უჯრედის დამცავი მოლეკულა, ანთების საწინააღმდეგო ოსმოპროტექტორული, უჯრედის მემბრანის  და ბიომოლეკულების სტაბილიზაციის   თვისებებით.
ექტოინი სინთეზირდება ექსტრემოფილებში (ექსტრემალურ გარემოში მცხოვრები მიკროორგანიზმები)
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ჰიდროგენული ლეციტინი, ცერამიდ -3, სკვალანი, ზეთის ხილი, კაპრინის ტრიგლიცერიდი, შის ცხიმი, OOryza Sativa (ბრინჯი), კარბომერი, ქსანტანის ფისი, ნატრიუმის კარბომერი, კარდიოსპერმუმ ჰალიკაკაბუმის ყვავილი/ფოთოლის ექსტრაქტი, გლიცინი, ალანინი, პენტილენგლიკოლი, ბუტილენგლიკოლი, ჰიდროქსიფენილპროპრამიდობენზოის მჟავა.
ექტო აქტივი 7% კრემი გამოიყენება სხვადასხვა სახის ანთებითი დერმატიტების სიმპტომატური მკურნალობის დროს (მათ შორის ატოპიური, კონტაქტური და ა. შ.)
ექტო აქტივი 7%  კრემი
აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
აქვს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, ხსნის ქავილს და სიწითლეს;
ამშვიდებს გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანს;
ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს.
აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას, იცავს კანს დაზიანებისაგან;
ატენიანებს კანს, მატებს ელასტიურობას და ხდის გლუვს;
ექტო აქტივი  7%  კრემი გამოიყენება 0 ასაკიდან

ექტო აქტივი  7% კრემი არ შეიცავს
სტეროიდებს;
საღებავებს, არომატიზატორებს, სტაბილიზატორებსა და ემულგატორებს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა
შესაძლებელია გამოყენება ექიმის რეკომენდაციით
გამოყენების წესი
კრემი დაიტანება დაზიანებულ კანზე დღეში 2-ჯერ.შესაძლებელია ხანგრძლივი გამოყენება.
გვერდითი ეფექტები
იშვიათ  შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ხანმოკლე წვა.

შენახვის წესი
ინახება  +2 – +25°C ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა: 30მლ ალუმინის ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ბიტოპი (BITOP), გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook