ვაგოტილი / VAGOTHYL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პოლიკრეზულენი/policresulen
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშვილოსნოს ყელის კეთილთვისებიანი სიმსივნის მკურნალობისათვის გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა
1 გ
მოქმედი ნივთიერება – პოლიკრეზულენი 360 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს მეთაკრეზოლსულფონის მჟავასა და მეთანოლის კონდენსაციის პროდუქტს. პრეპარატის pH ძალიან დაბალია (1-ზე ნაკლები). იგი არ იწვევს ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანებას და ანადგურებს მხოლოდ დაავადებულ ქსოვილებს.
დაავადებულ ქსოვილებზე მისი გამოყენებისას სწრაფად აღინიშნება კოაგულაცია და ეროზიის დაფარვა თეთრი ფერის აპკით, რომელიც შენარჩუნებულია 2-7 დღის განმავლობაში.
ეროზიის განკურნება აღინიშნება ბრტყელი ეპითელიუმის განვითარების სახით.
პრეპარატს გააჩნია აგრეთვე ტრიქომონოციდური და გამწოვი მოქმედება. იმის გამო, რომ მას ძლიერად აქვს გამოხატული ვაზოკონსტრიქტორული ზემოქმედება სისხლძარღვებზე, ამიტომ იგი აჩერებს სისხლდენას.
ჩვენებები
საშვილოსნოს ყელის ეროზია, ქალებში პაპილომური ურეთრიტები და ეროზიები, სამშობიარო გზების ქვედა ნაწილის ანთებითი მდგომარეობები, ვულვიტები, საშვილოსნოს ყელის ანთება, წყლულები, პესარიების ზემოქმედებით გამოწვეული მოვლენები, საშოს ქავილი, სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია დიაგნოსტიკური პროცედურებით და პოლიპების მოცილებით, ტრიქომონადური ვაგინიტები.
გინეკოლოგიის გარდა პრეპარატი როგორც ქსოვილთა რეგენერაციის უნარის მქონე საშუალება გამოიყენება აგრეთვე წვივის ტროფიკული წყლულისა და III ხარისხის დამწვრობების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
ეროზიების მოსაწვავად ვაგოტილი გამოიყენება 2-3-ჯერ კვირაში. 1-3 წთ-ით იგი შეჰყავთ ბამბით საშოში (საშოს თაღისა და ჯანმრთელი ნაწილის მშრალი საფენით გაშრობის შემდეგ), ნარჩენებს აშორებენ მშრალი ტამპონის მეშვეობით.
საშოში პრეპარატის შესასხურებლად საჭიროა ხსნარის შემდეგი წესით მომზადება: 1-3 კოვზი სითხე უნდა გაიხსნას 1 ლ თბილ წყალში. მომზადებული ხსნარით შესაძლებელია სისხლდენის შეჩერება, რისთვისაც მომზადებულ ხსნარში გაჟღენთილი ტამპონი კომპრესის სახით უნდა დავაფინოთ სისხლმდენ ადგილს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
მომატებული მგძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვაგოტილის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ადეკვატური და მკაცრად კონტოლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია განზავებული სახით წყალში 1:1 ან 1:5.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 36%-იანი 50 გ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ადამედი (ADAMED (POLFA PABIANICE)). პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook