ვალდიპინი / VALDIPIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამლოდიპინი, ვალსარტანი/  amlodipine, valsartan

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. კალციუმის არხების ბლოკატორისა ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის შემცველი კომბინირებული საშუალება
ათქ კლასიფიკაციის კოდი  C09D

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 28 ც.
1 ტაბ.
ამლოდიპინი….. 5 მგ
ვალსარტანი…. 160 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სახამებელი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი ტიპი „ა“, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი, ყვითელი რკინის ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვალდიპინი შეიცავს ორ სუბსტანციას ამლოდიპინს და ვალსარტანს. ორივე ეს სუბსტანცია ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის კონტროლს. ამლოდიპინი მიეკუთვნება „კალციუმის არხის ბლოკატორების“ სახელით ცნობილი სუბსტანციების ჯგუფს. ამლოდიპინი აფერხებს კალციუმის მოძრაობას სისხლძარღვის კედელში, რაც აჩერებს სისლძარღვების შევიწროვებას. ვალსარტანი მიეკუთვნება „ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების“ სახელით ცნობილი სუბსტანციების ჯგუფს.
ანგიოტენზინი-II წარნოიქმნება ორგანიზმში და ახდენს სისხლძარღვების მოჭერას, ზრდის რა არტერიულ წნევას. ვალსარტანი მოქმედებს ანგიოტენზინი-II მოქმედების ბლოკირების გზით. ეს ნიშნავს, რომ ორივე სუბსტანცია ხელს უწყობს სისხლძარღვების
შევიწროვების შეჩერებას. შედეგად, ხდება სისხლძარღვების მოდუნება და არტერიული წნევის დაწევა.

ჩვენებები
ვალდიპინი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ იმ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება ცალკე ამლოდიპინით ან ვალსარტანით.

დოზირების რეჟიმი
ვალდიპინის ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. უმჯობესია პრეპარატი მიიღოთ ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს, განსაკუთრებით დილით.
მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, ექიმი შემოგთავაზებთ უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზის მიღებას.
ვალდიპინი მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგები და შემცირდეს გვერდითი ეფექტების რისკი.
არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზას.
ვალდიპინი მიიღება მხოლოდ პერორალურად.
ვალდიპინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით.
სხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში (18 წლამდე): რეკომენდებული არ არის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
გამოყენება ხანდაზმულებში: სპეციალური დოზა რეკომენდებული არ არის 65 წლის და ზემოთ ასაკში. დოზის მომატებას ექიმი სიფრთხილით მოახდენს.
სპეციალური პოპულაციები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, გამოიჩინეთ სიფრთხილე. თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ეს პრეპარატი არ მიიღოთ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გამოიჩინეთ სიფრთხილე.
თუ ექიმი არ მოგცემთ სხვა რეკომენდაციას, დაიცავით ეს მითითებები.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გაუარესება.
თუ მიგაჩნიათ, რომ ვალდიპინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ვალდიპინის მიღება: თუ დაგავიწყდათ ამ პრეპარატის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. შემდეგი დოზა მიიღეთ დადგენილ დროს.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
შესაძლო ეფექტები ვალდიპინით მკურნალობის შეწყვეტისას: ვალდიპინით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გაუარესება. ექიმის რჩევის გარეშე არ შეწყვიტოთ პრეპარატების მიღება.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირი: ვითარდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში; ხშირი: ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში; არახშირი: ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში; იშვიათი: ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში; ძალიან იშვიათი: ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ვალდიპინის გამოყენების შედეგად:
ხშირი:
– გრიპი;
– ცხვირის შეგუბება, ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვისას;
– თავის ტკივილი;
– მკლავების, ხელების, ქვემო კიდურების, კოჭების ან ტერფების შეშუპება;
– დაღლილობა; ასთენია (სისუსტე);
– სახის და ან კისრის ჰიპერემია და სითბოს შეგრძნება;
– ღებინება.
არახშირი:
– თავბრუსხვევა;
– გულისრევა და მუცლის ტკივილი;
– პირის სიმშრალე;
– ძილიანობა, ხელების ან ტერფების დაბუჟება და ჩხვლეტა;
– ვეტიგო;
– სწრაფი გულისცემა პალპიტაციის ჩათვლით;
– თავბრუსხვევა წამოდგომისას;
– ხველა;
– დიარეა;
– ყაბზობა;
– კანზე გამონაყარი, კანის სიწითლე;
– სახსრების შეშუპება;
– ზურგის ტკივილი;
– სახსრების ტკივილი;
– თმის ცვენა;
– ნაწლავვური ჩვევების ცვლილება, შეშუპების, შეგრძნება, მოუნელებლობა, კუჭში დისკომფორტი საკვების მიღების შემდეგ;
– მძიმე ტკივილი მუცლის ზედა არეში (პანკრეასის სიმპტომი);
– კუჭის ტკივილი;
– ღრძილებიდან სისხლდენა, გასქელება, სენსიტივობა, სუნთქვის გაძნელება;
– მამაკაცებში მკერდის გადიდება;
– გამონადენი ცხვირიდან, ცემინება;
– კანისა და თვალების გაყვითლება, მადის დაკარგვა, ღია ფერის შარდი (შესაძლო ჰეპატიტის სიმპტომები);
– სისხლში ჭარბი შაქარი (ჰიპერგლიკემია);
– ერექციის მიღწევის უუნარობა;
– ინფექცია დაკავშირებულია ხშირად შარდვის საჭიროებასთან, ცხელებასთან, ყელის ტკივილთან და პირის ღრუში წყლულებთან (ლეიკოციტოპენიის შესაძლო სიმპტომები);
– ხასიათის ცვლილება;
– ხელებისა და ტეფრფების დაბუჟება და ჩხვლეტა (პერიფერიული ნეიროპათიის
შესაძლო სიმპტომები);
– მძიმე ტკივილი კუჭის ზედა არეში;
– თვითგანვითარებადი სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები (თრომბოციტოპენიის შესაძლო
სიმპტომები);
– მეწამულისფერ-წითელი ფერის ლაქები, ქავილი;
– ენისა და ყელის შეშუპენა (ანგიოშეშუპების შესაძლო სიმპტომები);
– კანზე გამონაყარი, კანის, ტუჩების ჰიპერემია, ბუშტები თვალებსა და პირის ღრუში, კანის აქერცვლა (მულტიფორმული ერითემის შესაძლო სიმპტომები).
იშვიათი:
– გამონაყარი, ცხელება, ქავილი (ვასკულიტის შესაძლო სიმპტომები), ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის მომატების შედეგად განვითარებული სიმპტომები, როგორიცაა ალერგიული რეაქციები;
– აგზნება;
– შუილი ყურებში (ტინიტი);
– გონების დაკარგვა;
– ხშირი შარდვა;
– დაბალი არტერიული წნევა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავბრუსხვევა;
– ჭარბი ოფლიანობა;
– კანზე ჩვეულებრივი გამონაყარი;
– კუნთების სპაზმი;
– უეცარი და ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში (შესაძლო მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები);
– არარეგულარული გულისცემა (წინა გულის ფიბრილაციის შესაძლო სიმპტომები);
– გულის მკვებავი არტერიების შევიწროვება/გულ-მკერდის არეში ტკივილი, ასოცირებული ობსტრუქციასთან.
ძალიან იშვიათი:
– კანისა და თვალების გაყვითლება;
– ცვლილებები ღვიძლის ზოგიერთი ანალიზის შედეგებში;
– კანზე სისხლნაჟღენთები, ხელების კანკალი, კიდურების დაბუჟება;
– კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ინტენსიური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, კანის გაწითლება მთელს სხეულზე, მწვავე ქავილი, ბუშტუკები, აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდორმი);
– შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია).
უცნობი სიხშირით:
– სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება;
– ჰიპერმგრძნობელობა;
– ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუს ინფექციები;
– სპონტანური სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები;
– სისხლში კალიუმის მაღალი დონე;
– დარღვევები ღვიძლის ანალიზებში;
– თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, მეწამულისფერი-წითელი ფერის ლაქები;
– ცხელება; ქავილი; ალერგიული რეაქციები.
ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები
ვალდიპინი არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
– თუ ხართ ალერგიული ვალსარტანის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტეს მიმართ. თუ ფიქრობთ რომ შეიძლება გქონდეთ ალერგია, ვალდიპინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს;
– თუ გაქვთ ღვიძლის ან ნაღველის მძიმე პრობლემები, როგორიცაა ბილიარული ციროზი ან ქოლესტაზი;
– თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები ან თუ იმყოფებით დიალიზზე;
– თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე და ტიპი 2 დიაბეტი (ასევე ცნობილი სახელით არაინსულინ-დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი) და იღებთ არეტრიული წნევის დამწევ პრეპარატს ალისკირენს;
– თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.

ორსულობა და ლაქტაცია
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, არ გამოიყენოთ ვალდიპინი. ვალდიპინი რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება.
ძუძუთი კვება: უთხარით ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ვალდიპინი რეკომენდებული არ არის იმ დედებისათვის, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს.

განსაკუთრებული მითითებები
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ვალდიპინის გამოყენებისას:
– თუ გქონიათ ღებინება (ღებინება ან დიარეა);
– თუ იღებთ კალიუმის დამზოგავ დიურეტიკებს, კალიუმის დანამატებს, მარილის შემცვლელებს კალიუმის შემცველობით და სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონეები;
– თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
– თუ გადანერგილი გაქვთ თირკმელი ან თუ გითხრეს, რომ გაქვთ თირკმლის არტერიის შევიწროვება;
– თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თირკმლის ჯირკვლებზე „პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი“;
– თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატს აგფ ინჰიბიტორს ან ალისკირენს;
– თუ გქონიათ შეშუპება, განსაკუთრებით სახის და ყელის, სხვა პრეპარატების მიღებისას (მათ შორის ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები). ამგვარი სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ ვალდიპინის მიღება და მაშინვე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ვალდიპინი აღარ უნდა მიიღოთ;
– თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ გულის სარქველის შევიწროვება („აორტის ან მიტრალური სტენოზი“) ან გულის კუნთის გასქელება (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
– თუ გქონიათ გულის უკმარისობა ან გულის შეტევა. დაიცავით ექიმის ინსტრუქციები საწყისი დოზის შესახებ. ექიმმა შეიძლება ასევე შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია.
თუ რომელიმე ეს მდგომარეობა გქონიათ ნებისმიერ დროს წარსულში, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ვალდიპინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან: ვალდიპინი მიიღეთ უზმოზე ან ნაჭამზე. არ არსებობს მონაცემები ამლოდიპინის და ვალსარტანის საკვებთან და მცენარეულ პროდუქტებთან ურთიერთქმედების შესახებ.
ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვა: ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბუსხვევის შეგრძნება, რამაც შეიძლება
იმოქმედოს კონცენტრირების უნარზე. თუ დარწმუნებული არ ხართ, თუ როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე, არ მართოთ ავტომობილები, მანქანა-დანადგარები ან არ შეასრულოთ ისეთი მოქმედებები, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრირებას.

ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ვალდიპინი, უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გამოიჩინეთ სიფრთხილე ისეთი პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა:
– სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);
– აივ/შიდსის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
– ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტალითრომიცინი);
– სიმვასტატინი (მაღალი ქოლესტერინის დონეების სამკურნალო პრეპარატი);
– ტრანსპლანტატის უკუგდების საწინააღმდეგო პრეპარატი (ციკლოსპორინი);
– ლითიუმი (დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალო პრეპარატი);
– დილთიაზემი (გამოიყენება ჰიპერტენზიის, სტენოკარდიის, ზოგიერთი არითმიის სამკურნალოდ);
– კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ანტიეპილეფსიური პრეპარატები, მაგ. კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი) და სხვა მცენარეული საშუალებები (კრაზანა);
– არტერიული წნევის დასაწევი სხვა პრეპარატები აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი;
– ვალდიპინის კალიუმის შემცველ საკვებთან ურთიერთქმედებების შესახებ ცნობილი არ არის. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო კალიუმ-დამზოგავი პრეპარატების, კალიუმის დანამატების ან მარილის შემცვლელი კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას. ექიმი პერიოდულად შეამოწმებს სისხლში კალიუმის რაოდენობას;
– პრეპარატის არტერიული წნევის დამწევი მოქმედება შეიძლება შემცირდეს არასტეროიდულ ანალგეზიურ პრეპარატებთან ან სელექციურ COX-2 ინჰიბიტორებთან კომბინაციაში გამოყენებისას. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ამ პრეპარატების ერთობლივად გამოყენებისას;
– მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების) და არტერიული წნევის დამწევი ზოგიერთი პრეპარატის (ჰიპოტენზიური) გამოყენებამ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ალფა ბლოკატორები გამოიყენება პროსტატის ჯირკვლის ზრდის სამკურნალოდ) შეიძლება გაზარდონ არტერიული წნევის დამწევი მოქმედება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გამოშვების ფორმა: 5მგ + 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: Bilim Pharmaceuticals, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook