ვალოსედი / Valosedum

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა
კატაბალახას ნაყენი – 6,7 მლ; შავბალახას ნაყენი – 6,7 მლ; პიტნის ნაყენი – 3,31 მლ; სვიის ნაყენი – 1,67 მლ; კუნელის ნაყენი – 3,31 მლ; ბარამბოს ნაყენი – 3,31 მლ;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (ბორნეოლ იზოვალერიანატი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა, მენთოლი), ვალეპოტრიატებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი) ტრიტერპენულ საპონინებს, ვიტამინებს, ტანინებს, მწარე გლიკოზიდებს, ლუპულინს, ჰუმულონს, ლუპულონს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონული, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, ამცირებს სპონტანური მოქმედების აქტივობას, ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ამცირებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლდენას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, პერისტალტიკას. ხელს უწყობს ცხიმებისა და წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციას.
ჩვენებები
• სხვადასხვა ფორმის ნევროზები, მათს შორის – კლიმაქტერული ნევროზი;
• აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
• შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები;
• ნეიროგენული არითმიები;
• ჰიპერტონული დაავადება (I, II სტადია);
• ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
• კუჭ-ნაწლავის სეკრეციული ფუნქციის დარღვევები;
• მეტეორიზმი, გულისრევა;
მიღების
წესები და დოზები
მიიღება პერორალურად 20-25 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
წვეთები უნდა განზავდეს 1/4 ჭიქა წყალში.
გვერდითი
მოვლენები
დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა
და
ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.
განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

თუ,,ვალოსედი”-ს მიღების შემდეგ ვითარდება ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაუშვებელია ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვა, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ჭარბი
დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
,,ვალოსედი’’ ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნეიროლეფსიური, ფსიქოტროპული და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას.
შენახვის
პირობები და ვადები
ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25ºჩ ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა:
წვეთები 25მლ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook