ველკიდი (საღეჭი ტაბლეტი) – WELLKID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ველკიდის ყოველი საღეჭი ტაბლეტი, ლიმონისა და ჟოლოს არომატით, შეიცავს ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფართო სპექტრს, რომლის ქიმიური ფორმულა სპეციალურად არის შექმნილი 4-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.

ველკიდში შემავალი 21 აქტიური ინგრედიენტი ხელს უწყობს ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას, იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ენერგიის მატებას.

შემადგენლობა
:

ინგრედიენტები დღიური 1 ტაბლეტი რეკომენდებული რაციონი %
სელის ზეთი
(20% წარმოადგენილია  ომეგა-3
რიგის ცხიმოვანი მჟავით)
114 მგ
A ვიტამინი (1332 სე) 400 მკგ 50
D ვიტამინი 5 მკგ 100
E ვიტამინი (ბუნებრივი წყარო) 10 მგ 100
C ვიტამინი 40 მგ 67
თიამინი (B1 ვიტამინი) 0.9 მგ 64
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) 0.8 მგ 50
ნიაცინი (B3 ვიტამინი) 9 მგ 50
B6 ვიტამინი 0.7 მგ 35
ფოლიუმის მჟავა 200 მკგ 100
B12 ვიტამინი 3 მკგ 300
ბიოტინი 25 მკგ 17
პანთოტენის მჟავა 4 მგ 67
რკინა 7 მგ 60
მაგნიუმი 75 მგ 25
თუთია 7.5 მგ 50
იოდი 75 მკგ 50
სპილენძი 100 მკგ
მანგანუმი 0.2 მგ
სელენი 20 მკგ
ქრომი 10 მკგ

ჩვენებები:
ჰიპო- და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან, უმადობა, მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რეკონვალესცენციის პერიოდი.
გამოყენების წესი:
ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, სასურველია სადილის დროს.
ტაბლეტი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.
არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.
გაფრთხილება:
ნებისმიერი ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება, ველკიდის ჭარბი დოზით მიღება იწვევს საფაღარათო ეფექტს.
შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.
გაცემა: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“, ინგლისი.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook