ვენოლასტი / VENOLAST

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
ანგიოპროტექტორული,  ფლებოტროპული, ანტიოქსიდანიტური საშუალება.
შემადგენლობა:
დიოსმინი – 50 მგ
ჰესპერიდინი – 50 მგ
ბიოფლავანოიდების ნაკრები – 140 მგ
ცენტელას ექსტრაქტი 2% – 45 მგ
მოცვის ექსტრაქტი 1% -59 მგ
სამკურნალო ძიძოს ექსტრაქტი 3% – 20 მგ
ვიტამინი C 100% -80 მგ
რუტინი (რუტოზიდი) – 50 მგ
ფარმაკოლოგიური
მოქმედებაანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ნეიროპროტექტორული, ანტიკოაგულაციური, იმუნომასტიმულირებელი, ჰიპოტენზიური, შარდმდენი, დერმატომატონიზებელი საშუალება.
დიოსმინი
– 50
მგ  დიოსმინი ხასიათდება: ანგიოპროტექტორული და ვენების მატონიზირებელი ეფექტით. აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს, მიკროცირკულაციას, აღადგენს ქსოვილების ტროფიკას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჰესპერიდინი
– 50
მგ  ჰესპერიდინი წარმოადგენს ციტრუსებისაგან მიღებულ ფლავონოიდს, რომელიც ხასიათდება ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული ეფექტით, პესპერიდინი ხელს უწყობს ვენური სტაზის შემცირებას, ამცირებს ვენების დაჭიმულობასა და სპაზმს, აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს.
ბიოფლავანოიდები
– 140
მგ  ბიოფლავანოიდები მოქმედებენ ორგანიზმის სხვადასხვა რგოლზე: ზრდიან სისხლძარღვთა კედლების ელასტიურობას, ხელს უშლიან სისხლდენების განვითარებას, აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას, გულის მუშაობას, ამცირებენ არტერიულ წნევას, საჭმლისმომნელებელი ტრაქტის სპაზმს, საპროფილაქტიკო საშუალებებია ათეროსკლეროზისა და სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციების დროს, ხასიათდებიან ანტიკანცეროგენული ეფექტით.
ცენტელას
ექსტრაქტი
2% – 45
მგ

შემადგენლობა:
· ტრიტერპენული საპონინები: აზიატიკოზიდი, მადეკასოზიდი და სხვა.
· ტანინი
· ფლავანოიდები: რუტინი, ქვერციტინი და სხვა.
· მიკროელემენტები: კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი და სხვა.
· ასევე ვიტამინები, ეთერზეთები, ალკალოიდები.
ცენტელას ექსტრაქტი ხასიათდება: ანტიოქსიდანტური, ვენოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ნეიროპროტექტორული, ჰიპოტენზიური, შარდმდენი, დერმატომატონიზირებელი ეფექტით. ცენტელაში შემავალი ფლავანოიდები და ეთერზეთები ამცირებენ შეშუპებას, არეგულირებენ წყალ-მარილოვან ბალანსს, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებენ მეხსიერებას, ხსნიან შფოთვისა და სტრესის შეგრძნებას. ცენტელას ექსტრაქტი ხასიათდება ჰიპოტენზიური და ანტისკლეროზული მოქმედებით, აძლიერებს იმუნიტეტს.
მოცვის ექსტრაქტი
1% – 59
მგ

შემადგენლობა:
· მთრიმლავი ნივთიერებები
· საპონინები
· მიკრო და მაკროელემენტები: კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, ფოსფორი და სხვა.
· ვიტამინები: C, PP, B1, B5, B6, A.
· ორგანული მჟავები.
· ფლავანოიდები
მოცვის ექსტრაქტი ხასიათდება: ანტიოქსიდანტური, ვენოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი ეფექტით. მასში შემავალი კომპონენტები ახდენენ სისხლძარღვების ტონუსის მომატებას და არეგულირებენ მის გამტარებლობას, ხელსუწყობენ ქსოვილების რეგენერაციას. ასევე ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული და იმუნიტეტის მასტიმულირებელი ეფექტით. ახდენს სისხლში გლუკოზის დონის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
სამკურნალო
ძიძოს ექსტრაქტი
0.5% – 56
მგ
შემადგენლობა:
· ფლავანოიდები
· მიკრო და მაკროელემენტები
· ვიტამინები
· ეთერზეთები
· ასევე შეიცავს კუმარინს, დიკუმაროლს, მელილოტოზიდს და მელილოტის მჟავებს.

სამკურნალო ძიძოს ექსტრაქტი ხასიათდება: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკოაგუალაციური, ვენოპროტექტორული, სედაციური ეფექტით. მასში შემავალი ნივთიერებები ახდენენ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხსნიან შეშუპებას, ტკივილს, აწესრიგებენ ძილ-ღვიძილის ფაზებს. გამოიყენება ქვემო კიდურებისვენების ვარიკოზული დაავადების, ჰემოროიდული კვანძების, რევმატიული დაავადებების მკურნალობაში.
გინკო ბილობას
ექსტრაქტი
3% – 20
მგ
შემადგენლობა:
· ფლავანოიდები: კომპფეროლი, ქვერციტინი
· ტერპენული ნაერთები: გინკოლიდი, ბილობალიდი
· ორგანული მჟავები
· ამინომჟავები
· ვიტამინები
· მიკრო და მაკროელემენტები: სელენი, მანგანუმი, ტიტანი, თუთია, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და სხვა.
გინკო ბილობას ექსტრაქტი ხასიათდება ნეიროპროტექტორული, ვენოპროტექტორული, ანტიკოაგულაციური, ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი ეფექტით. მასში შემავალი კომპონენტები ზრდიან სისხლძარღვთა გამტარობას და ელასტიურობას მატებენ მათ კედლებს. მისი გამოყენება ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკს. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. დადებითად მოქმედებს კოგნიტურ სფეროზე და ძილ-ღვიძილის ფაზების რეგულაციაზე.
ვიტამინი
C 100% – 80
მგ   ვიტამინი C მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რომელიც აუცილებელია სისხლძარღვებისმ მყესებისა და ძვლების ნორმალურიფუნქციონირებისათვის. ვიტამინი C წარმოადგენს იმუნიტეტის მასტიმულირებელ საშუალებას, ხელს უწყობს ორგანიზმში მეტალების შეწოვას, არეგულირებს ენერგეტიკული ცვლის პროცესებს.
რუტინი (რუტოზიდი) – 50 მგ   რუტინი (ვიტამინი P) ასკორბინის მჟავასთან ერთად ამცირებს კაპილარების მტვრევადობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები. რუტინი იწვევს შეშუპებისა და ტკივილის სინდრომების, ტროფიკული დარღვევების შემცირებას, ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირებას.
ჩვენებები:
ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ჰემოროიდული კვანძები, ვენური უკმარისობა, თრომბოფლებიტი, ქვემო კიდურების კუნთების სპაზმი, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, ღამის კრამპები, ოპერაციის შემდგომი ვენური უკმარისობა, დიაბეტური მიკროანგიოპათია, რეტინოპათია, რბილი ქსოვილების პოსტრავმატული დაზიანება, ტროფიკული წყლულები.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 18 წლამდე ასაკის პირები, ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
გვერდითი
მოვლენები:
იშვიათად; გულძმარვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, შებერილობა, დიარეა, ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული
მითითებები:
ორსულობა და ლაქტაცია – ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა დამოკიდებულია ექიმის გადაწყვეტილებაზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის რძეში გადასვლის შესახებ ცნობების არარსებობის გამო, მკურნალობის დროს ბავშვის კვება რეკომენდირებული არ არის.
სხვა წამლებთად
ურთიერთქმედება:   პრეპარატში შემავალი კომპონენტები აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ნიტრატებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედების ეფექტს.
გამოყენების
წესი
და
დოზირება:
პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ინიშნება 1 ტაბლეტი 1 – 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ერთი კურსი შეადგენს 45 დღეს.
შენახვის
პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
შენახვის
ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #45
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GRICAR CHEMICAL, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook