ვიზიდოლი 0.5% – ViziDol 0.5%

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კეტოროლაკი ტრომეტამინი/
KETOROLOC
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
თვალში ადგილობრივი გამოყენებისას ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ და ზომიერად ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, განპირობებული ციკლოოქსიგენაზის აქტიობის დათრგუნვით  (არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმის ძირითდი ფერმენტი). რაც იწვევს პროსტაგლანდინების დონის დაკლებას თვალის წინა კამერის სისველეში,  რომელიც მთავარ როლს ასრულებს ანთებებისა და ტკივილის პათოგენეზში. პრეპარატი გავლენას არ ახდენს თვალშიგა წნევაზე. თვალში ინსტალაციისას პრეპარატის სისტემური აბსორბცია ძალინ დაბალია.
ჩვენებები:
ტკივილის შემცირება და ანთების პროფილაქტიკა კატარაქტის ოპერაციის შემდგომ პერიოდში და თვალის წინა სეგმენტზე სხვა ქირურგიული ჩარევებისას.
ანთებითი–ტკივილის სინდრომი არაინფექციური ბუნების თვალის წინა განყოფილების დაავადებებისას (მათ შორის, ქრონიკული არაინფექციური კონიუნქტივიტი).
სეზონური ალერგიული კონიუნქტივისას ჩხვლეტის შეგრძნების მოხსნა.
მიღბის წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება მოზარდებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინსტალაციურად კონიუნქტიალურ პარკში.
ოპერაციის წინ: თითო წვეთი 5–ჯერ ოპერაციამდე 3 სთ–ის მანძილზე.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში: თითო წვეთი 3–ჯერ დღეში ოპერაციის დამთავრებისთანავე, შემდეგ თითო წვეთი 4–ჯერ დღეში მკურნალობისთვის აუცილებელი პერიოდის მანძილზე (7–10 დღე).
ანთებითი ტკივილის სინდრომის დროს სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტსას ჩხვლეტის შეგრძნების სამკურნალოდ: 1 წვეთი 4–ჯერ დღეში კლინიკურ განკურნებამდე, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.
გვერდითი ეფექტები:
ინსტალაციის შემდეგ გარდამავალი წვა და ჩხვლეტა, ალერგიული რეაქციები, რქოვანას შეშუპება, ზედაპირული კერატიტი.
14 დღეზე მეტი ხანგრძლიობით მიღებისას შესაძლებელია რქოვანას მთლიანობის დარღვევა: გათხელება, ეროზია, დაწყლულება და პერფორაცია, „მშრალი თვალის“ სინდრომი, თვალის ინფექციით გართულება.
ხანგრძლივი უკონტროლო მიღებისას ცალკეულ პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნოს სისტემური გვერდითი რეაქციები  – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის მომატება.
ნებისმიერი თანმხლები რექციის გამოვლენისას აუცილებელია ექიმთნ კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
* ტვინში სისხლჩაქცევა;
* ორსულობა და ლაქტაცია;
* პრეპარატის დანიშვნა არ არია რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის  ბავშვებში; პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება:
მიღების წესების დაცვისას ჭარბი დოზირება არ აღინიშნება. მდგომარეობის გაუარესებისას ან ალერგიული რექციის დაფიქსირებისას პრეპარატის მიღება წყდება და საჭიროა ექიმთან ვიზიტი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ ღებულობთ რომელიმე სამკურნალო საშუალებას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
აუცილებლობისას პრეპარატის კომბინირება შეიძლება ანტიბიოტიკთან, ბეტა–ბლოკატორებთან, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან და მიდრიატიკებთან; სხვადასხვა პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის შუალედი უნდა შეადგენდეს 5 წთ–ს.
სტეროიდებთან კომბინაციისას ხანგრძლივდება ჭრილობის შეხორცების პროცესი.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებისას, პენტოქსიფილინი, ანტიკოაგულანტები, შესაძლებელია ოპერაციის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკი.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სისხლის დაქვეითებული შედედება.
რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას აუცილებელია ლინზების მოხსნა ინსტალაციამდე 5 წთ–ით ადრე და წამლის მიღებიდან 15 წუთის შემდეგ კვლავ გამოყენება.
გავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებაზე:
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აპლიკაციის შემდეგ დროებით ეკარგებათ მხედველობის სიმკვეთრე; არ არის რეკომენდებული მანქანის მართვა ან რთულ ტექნიკასთან მუშაობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შენახვის პირობები:
ინახება 15–300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი: ლიქვორი, სომხეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook