ვიკასოლი-დარნიცა – VICASOLUM-DARNITSA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება):
მენადიონი / MENADIONI NATRII BISULFAS
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
: ვიტამინ K სინთეზური ანალოგი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
მენადიონი……………….. 10 მგ
ფარმაკოდინამიკა:
პრეპარატი წარმოადგენს წყალში ხსნადი ვიტამინის K სინთეტიკურ ანალოგს და განიხილება როგორც ვიტამინი K3 (მენადიონი). ჰემოსტატიკური საშუალება. ეპოქსიდის ფორმით ააქტიურებს სპეციფიურ კარბოქსილაზას, უზრუნველყოფს გლუტამინის მჟავას ნარჩენების კარბოქსილირებას ცილების სტრუქტურაში, რითიც ხელს უწყობს სისხლის შედედების ფაქტორების სინთეზს (II, VII, IX, X).
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის მოქმედება ვლინდება 12 საათში ორგანიზმში შეყვანიდან. პლაზმის ცილებთან კავშირს გააჩნია უკუქცევადი ხასიათი. ვიკასოლი გროვდება ძირითადად ღვიძლში, ელენთაში, მიოკარდში. ორგანიზმში გარდაიქმნება ვიტამინად K2 (2-მეთილ-3-ფარნეზილგერანილი). ყველაზე ინტენსიურად ეს გარდაქმნები ხდება მიოკარდსა და ჩონჩხის კუნთებში, თირკმელებში – უფრო სუსტად.
ვიტამინის K მეტაბოლიტები (მონოსულფატი, ფოსფატი და დიგლუკორონიდ-2-მეთილ-1.4-ნაფტოქინონი) გამოიყოფა შარდთან ერთად (შეყვანილი დოზის 70%-მდე).
ჩვენებები:
ვიკასოლი-დარნიცა ინიშნება ჰიპოპროთომბინემიით გამოწვეული  სისხლდენებისას, განპირობებული სიყვითლეებით (ნაღვლის წვენის ნაწლავში მიწოდების დაგვიანება), მწვავე ჰეპატიტებით, ასევე კაპილარული და პარენქიმატოზური სისხლდენების, ქირურგიული ჩარევებისა და ჭრილობების, წყლულოვანი სისხლდენების, მწვავე სხივური დაავადებების გამოხატული სიმპტომების, ცხვირისა და ჰემოროიდალური სისხლდენების დროს.
პრეპარატი ინიშნება პროფილაქტიკისატვის ორსულობის ბოლო თვეს ახალშობილებში სისხლდენების ასარიდებლად, ასევე ჰემორაგიული მოვლენებისას დღენაკლულ ბავშვებში, საშვილოსნოს წინაკლიმაქტერიული და იუვენილური სისხლდენების, სპონტანური სისხლდენის ავადმყოფთა ოპერაციული ჩარევებისათვის მომზადების, პოსტოპერაციულ პერიოდში სისხლდენის საშიშროების, ფილტვებიდან სისხლდენების (ფილტვების ტუბერკულოზი), სეპტიკური დაავადებების ფონზე ჰემორაგიული მოვლენების დროს.
ვიკასოლის დანიშვნისათვის ჩვენებებს წარმოადგენს სისხლდენები და ჰიპოპროთრომბინემიები, განპირობებული არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზით.
გამოყენების წესი და დოზირება:
ვიკასოლი-დარნიცა ი/კ შეიყვანება.
ვიკასოლი-დარნიცას დღე-ღამის დოზა
უფროსებისათვის შეადგენს 0.01გ-0.015გ (1მლ-1.5მლ).
უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი 0.015გ, დღე-ღამის 0.03გ.
უფროსებში ვიკასოლი-დარნიცა ინიშნება 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ კეთდება 4 დღიანი შესვენება. შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი მეორდება.
დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიყოს 2-3 შეყვანად. ოპერაციის წინ, რომელსაც შეიძლება ახლდეს გამოხატული პარენქიმატოზური სისხლდენა, პრეპარატის შეყვანა ინიშნება 2-3 დღით ადრე ოპერაციამდე.
პრეპარატის დღეღამის დოზა ახალშობილებში 0.2-0.5მლ 1% ხსნარი. როგორც წესი საკმარისია ერთი შეყვანა, მაგრამ მძიმე ჰემორაგიების დროს იგი ამავე დოზით შეიყვანება 2-3 დღე (თითო ინექცია დღეში).
ვიკასოლიდარნიცას დღეღამის დოზები ბავშვთა სხვა ასაკის ჯგუფებისათვის:
ერთ წლამდე – 0.002-0.005გ (0.2-0.5მლ);
1-2 წლის – 0.006გ (0.6მლ);
3-4 წლის ასაკში – 0.008გ (0.8მლ);
5-9 წლის – 0.01გ (1მლ);
10-14 წლის – 0.015გ (1.5მლ).
მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 დღეს. საჭიროების შემთხვევაში 4-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰემოლიტიკური ანემია, თრომბოემბოლია.
უკუჩვენებები:
სისხლის ძლიერი შედედება, თრომბოემბოლიები, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ახალშობილთა ჰემოლიტიკური დაავადაება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვიკასოლი-დარნიცა ამცირებს და ბლოკავს ნეოდიკუმარინის, ფენილინისა და სხვა ანტიკოაგულანტების (ვიტამინის K ანტაგონისტების) მოქმედებას.
ჭარბი დოზირება:
იშვიათად – ჰიპერვიტამინოზი K, გამოხატული ჰიპერპროთრომბინ- და ჰიპერთრომბინემიით, ჰიპერბილირუბინემიით, სისხლის ძლიერი შედედებით, თრომბოემბოლიით.
მკურნალობა სიმპტომატური.

განსაკუთრებული მითითებები:
ოპერაციების წინ, რომლებსაც ახლავს გამოხატული პარენქიმატოზური  სისხლდენები, პრეპარატის შეყვანა ინიშნება 2-3 დღით ადრე მის ჩატარებამდე. ჰემოფილისა და ვერლჰოფის დაავადებისას პრეპარატი არაეფექტურია.
ვიკასოლი-დარნიცა სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის ვადა: სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე 5-8°C.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
გაცემის წესი: რეცეპტით.
მწარმოებელი: DARNITSA

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook