ვინკაბრალი / VINCABRAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
ვინკამინი/vincamine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ინდოლური ალკალოიდი ვინკამინი (Vincamine) – 0,02გ;
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი (Amylum)-0, 1156გ, პოლივინილპიროლიდონი (Povidone)_0,005გ, კალციუმის სტეარატი (Calcii seu Magnesii Stearas)–0,0014გ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური და ზომიერი სედატიური მოქმედებით. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, ზრდის მიკროცირკულაციას და ტვინის ქსოვილების მიერ ჟანგბადის უტილიზაციას; აუმჯობესებს მეხსიერებას, ზრდის ყურადღების კონცენტრირების უნარს;
ჩვენებები
• სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა თავის ტვინში; (სპასტიური ან ათეროსკლეროზული გენეზის);
• ყურადღების კონცენტრაციის უნარის, მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება ასაკოვან ადამიანებში (გამოწვეული თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, დიაბეტური ანგიოპათიით);
• იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, ქალასშიგა წნევის მომატება;
• შაკიკი; თავბრუსხვევა;
• ნეიროგენული სინუსური ტაქიკარდია;
• ჰიპერტონული დაავადების საწყისი სტადია;
მიღების
წესები და დოზები
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 10 დღე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის მიღებათა ჯერადობა გაიზარდოს 4–მდე, ხოლო მკურნალობის კურსი – 30 დღემდე. ეფექტის შესანარჩუნებლად მიიღება 2-2 ტაბლეტი დღეში 1-2-ჯერ. პრეპარატის მიღება შეიძლება ხანგრძლივად;

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება.
გვერდითი
მოვლენები
ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია;
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
• არტერიული ჰიპოტენზია;

• თავის ტვინის სიმსივნე;
ორსულობა
და
ლაქტაცია
არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მიღება.

სიფრთხილე: სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდის ინფარქტი ან აქვთ არითმია.

ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
გვერდითი მოვლენებიდან გამომდინარე, სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტომობილისა და მექანიზმების მართვის დროს.
ჭარბი
დოზირება
მონაცემები არ არსებობს. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
ჰიპოტენზიურ და ანტიაგრეგაციულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას ვინკაბრალი აძლიერებს მათ ეფექტს.
შენახვის
პირობები და ვადები
ინახება 15-25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი;
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა:
0.02გ ტაბლეტი #20
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook