ვირუ – მერც სეროლი – VIRU-MERZ SEROL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ტრომანტადინი /TROMANTADINE
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული პრეპარატი გარეგანი გამოყენების.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გარეგანი გამოყენების გელი 1%, გამჭვირვალე, უფერო.
1გ
ტრომანტადინის ჰიდროქლორიდი……………. 10მგ
დამხმარე ნივთერებები: ლაქტოზა, სორბიტოლი 70% ხსნარი.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, სორბინის მჟავა, ჰიდროქსი ეთილცელულოზა, გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გარეგანი გამოყენების ანტივირუსული პრეპარატი. აქტიურია Herpes simplex-ის 1 და 2 ტიპის ვირუსების მიმართ, Varicella zoster. აინჰიბირებს ვირუსების შეღწევას და აბსორბციას  უჯრედის შიგნით. პრეპარატის მიმართ ვირუსის რეზისტენტობა არ ვითარდება. ხსნის ჰერპეტული ინფექციისთვის დამახასიათებელ ტკივილს, წვას და ქავილს, ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლიობას, ახანგრძლივებს რემისიის პერიოდს.
ფარმაკოკინეტიკა:
გარეგანი ხმარებისას შეწოვა მინიმალურია, არ განისაზვერება სისხლში და შარდში.
გამოყენების ჩვენებები:
კანის საფარველის ანთებითი დაავადებები გამოწვეული Herpes simplex-ის 1 ტიპის ვირუსით (ტუჩების ჰერპესი, ცხვირის, სახის ნერვის) და ტიპი 2 (გენიტალური ჰერპესი);
კანის ანთებითი დაავადებები, გამოწვეული Varicella zoster–ით.
მიღების რეჟიმი:
გელი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 3–5–ჯერ დღეში. (აუცილებლობისას უფრო ხშირად), მსუბუქი შეზელვით. მკურნალობის კურსი 5 დღე. თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღეში არ აღინიშნა კლინიკური გაუმჯობესება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს  და მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელი კონტაქტური დერმატიტი.
უკუჩვენებები:
ტრომანტადინის და პარაბენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციისას პრეპარატის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ, თუ დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე განვითარებულ პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის ეფექტურობა მიიღწევა მით უფრო ადრე, რაც უფრო ადრე იქნება დაწყებული პრეპარატის გამოყენება (ინფექციის პირველი სიმპტომებისას).
დაავადების დაწყებიდან პირველი 2–3 სთ–ის გამოყენებისას ინფექციის შემდგომი განვითარება ფერხდება.
სქესობრივი გზით ვირუსის გავრცელება არ იზღუდება, ამიტომ მკურნალობის პროცესში საჭიროა თავშეკავება სქესობრივი კონტაქტისაგან, მაშინაც თუ არ არის ჰერპესის კლინიკური გამოვლინება.
გელის გამოყენება არ შეიძლება თვალის არეში.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებაზე მონაცემები არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
გაცემის წესი:
ნებადართული ურეცეპტოდ გაცემა.
ვადა და შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ვადა – 5 წელი.
მწარმოებელი: MERZ PHARMA GmbH & Co, KGaA

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook