ვისკენი – VISKEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პინდოლოლი/PINDOLOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიანგინალური, ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული საშუალება (ბეტა1-, ბეტა2- ადრენობლოკატორი).;
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
პინდოლოლი       …………… 5მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვისკენი წარმოადგენს არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორს, რომელიც ააგზნებს ბეტა1 და ბეტა2 ადრენორეცეპტორებს. შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობის გამო, სხვა ზოგიერთ ბეტა ბლოკატორებისაგან განსხვავებით იგი ამცირებს გულის უკმარისობის, ბრონქოსპაზმის და პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის რისკს. ხასიათდება ანტიჰიპერტენზული, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედებით.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია:
დატვირთვისადმი ტოლერანტობის გაზრდით;
რენინის გამოყოფის ბლოკადით;
ვაზომოტორული ცენტრებიდან მომავალი ეფერენტური სიმპათიკური იმპულსების დაქვეითებით და სიმპათიკური ტონუსის შემცირებით.
პრეპარატი აქვეითებს გულის კუნთის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, რითაც განაპირობებულია მისი ანტიიშემიური ეფექტი.
იგი პრაქტიკულად არ მოქმედებს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე.
ჩვენებები:
სტენოკარდია,
გულის არითმიები (სინუსური ტაქიკარდია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური და ატრიო-ვეტრიკულური ექსტრასისტოლიები); ესენციური ჰიპერკინეტიკური სინდრომი;
ფალოს ტეტრადა;
ობსტრუქციული კარდიომიოპათია.
არტერიული ჰიპერტონია:
დაავადების სუსტი ფორმების დროს პრეპარატს იყენებენ მონოთერაპიის სახით; შედარებით მძიმე შემთხვევებში, სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად, ხოლო ფეოქრომოციტომის სამკურნალოდ ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ერთად კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება:
ინდივიდუალურია.
მოზრდილებში:
სტენოკარდია:              7.5-20 მგ 3-ჯერ დღეში.
გულის არითმიები:    15-30 მგ 3-ჯერ დღეში.
გულის ადრენერგული სტიმულაციით (მაგ. თირეოტოქსიკოზის დროს) გამოწვეული ფუნქციური ცვლილებები:   10-20 მგ 3-ჯერ დღეში.
არტერიული ჰიპერტონია:
ძირითადად ინიშნება 10-30 მგ დღეში.
დოზებს 10, 15 ან 20 მგ-ს იღებენ ერთხელ დილას, ხოლო 20-30 მგ-იან დოზას ყოფენ 2-3-ჯერად მიღებაზე.
კომბინაციაში სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად საჭიროა ამ უკანასკნელთა დოზის შემცირება.
ბავშვებში:
რეკომენდებულ დღეღამურ დოზას შეადგენს 0.2 მგ/კგ წონაზე.
პარენტერული გამოყენება:
პრეპარატის პარენტერული მიღება წარმოებს მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
საწყისი დოზა 2 მლ (0.4 მგ) შეჰყავთ ვენაში. 20 წთ-იანი შესვენების შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 მლ-ით მაქსიმალურ დოზამდე 6 მლ (1.2 მგ).
მკურნალობის პროცესში აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების და არტერიული წნევის სისტემატური კონტროლი.
გვერდითი მოვლენები:
ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, ალერგიული რეაქციები, ორთოსტატული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლის შეგრძნება ძილის დარღვევა, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღებინება.
გვერდითი მოვლენები ძირითადად სუსტად არის გამოხატული და არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
*გულის გამოხატული უკმარისობა, სინუსური ბრადიკარდია (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში);
* AV-ბლოკადა;
*ფილტვიმსიერი ჰიპერტენზიით გამოწვეული მარჯვენა პარკუჭის *უკმარისობა; მეტაბოლური აციდოზი;
*ეთილის ეთერის და ქლოროფორმის ნარკოზი;
*ბრონქოსპაზმით მიმდინარე რესპირატორული დაავადებები;
*ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
*არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები:
სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
პინდოლოლით მკურნალობის შეწყვეტა ხდება ოპერაციამდე 48 სთ-ით ადრე. დოზის შემცირება ხდება თანდათანობით, რადგან პრეპარატის სწრაფი მოხსნით (მოხსნის ფენომენი), შესაძლებელია ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესება განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში.
ჭარბი დოზირება:
ბრონქოსპაზმი: ვენაში გადასასხმელად ინიშნება ამინოფილინი ან იზოპრენალინი, რომელსაც იღებენ ინჰალაციის სახითაც.
ბრადიკარდია და არტერიული წნევის ექსტრემალური დაქვეითება: ვენაში შეყავთ ატროპინი 0.5-1.0 მგ, 25 მგ იზოპრენალინი ან 500 მკგ ორციპრენალნი ნელი ინექციის სახით (დაახლოებით 5 მკგ/წთ-ში) სიჩქარით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატი არ ინიშნება ანტიარითმული საშუალებებთან და იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ კატექოლამინების გამოყოფის პროცესს.
– სიმპატოლიზური და პერიფერიული სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალებები აძლიერებენ პინდოლოლის სამკურნალო ეფექტს, ხოლო მაო-ს ინჰიბიტორები და სიმპათომიმეტური საშუალებები აქვეითებენ მას.
– პინდოლოლი აძლიერებს ანტიდიაბეტური საშუალების და ინსულინის მოქმედების ეფექტს, ამიტომ საჭიროა მათ დოზირების კორექცია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: EGIS Pharmaceuticals, უნგრეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook