კარდურა / CARDURA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დოქსაზოზინი/doxazosin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალფა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს დოქსაზოზინის მეზიატს დოზით, რომელიც 1მგ 2მგ ან 4მგ დოქსაზოზინის ექვივალენტურია.
დამხმარე კომპონენტების ჩამონათვალი: ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ჩვენებები
პრეპარატი კარდურა ნაჩვენებია სისხლის მომატებული წნევის (არტერიული ჰიპერტონიის) სამკურნალოდ. კარდურა იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და აადვილებს მათში სისხლის გადინებას. ეს იწვევს წნევის დაქვეითებას. ჰიპოტენზიური მოქმედების გარდა კარდურას შეუძლია სისხლში ლიპიდების დონის (საერთო ქოლესტერინის) დაქვეითება. პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება შარდის შეკავების სამკურნალოდ და პროსტატის კეთილთვისებიან (პკჰ) ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომებისას.
მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივ კარდურას დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ყოელდღე დილით ან საღამოს. თუ პაციენტი პირველად იღებს კარდურას, ნორმალური დოზაა 1 მგ დღე-ღამეში. ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე-8მგ-მდე დღე-ღამეში პროსტატის გადიდების სიმპტომების მკურნალობისას და 16მგ-მდე ჰიპერტონიის მკურნალობისას.
კარდურას ტაბლეტების მიღება უმჯობესია დღის ერთსა და იმავე დროს, წყალთან ერთად.

ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ.
ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება დოზის შეცვლა და ტაბლეტების მიღების შეწყვეტა.
დოზის გამოტოევბის შემთხვევაში პრეპარატის მიღება გრძელდება ჩვეულებრივად.
გვერდითი მოვლენები
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, რომელიც მას აწუხებს ან ძნელად გადაიტანება და მკურნალობის პროცესში არ ქრება, მან უნდა მიმართოს ექიმს. ეს სიმპტომებია:
• მიდრეკილება შოკური მდგომარეობებისადმი, გასაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან მდგომარე მდგომარეობაში გადასვლისას;
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
• დაღლილობა/ძილიანობა, სისუსტე;
• ტერფებისა და მუხლების შეშუპება, ჰიპოტონია;
• ზურგის ტკივილი, მიალგია;
• პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია;
• ცხვირის გაჭედვა ან/და ცხვირიდან გამოყოფის გაძნელება (რინიტი), გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბრონქიტი, ქოშინი, ინფექციები.
განსაკუთრებითი იშვიათად აღინიშნებოდა შარდის შეუკავებლობის შემთხ- ვევები. აღწერილია მტკივნეული ერექციისა და იმპოტენციის შემთხვევები. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა კანის გამონაყარი, ქავილი, თრომბოციტო პენია, პურპურა, ცხვირიდან სისხლდენა, ლეკოპენია, ჰემატურია, ქოლესტაზი, ჰეპატიტის, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვეული მაჩვენებლები და მხედველობის დაბინდვა.
არტერიული ჰიპერტონიის სამკურნალოდ კარდურას გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი დამატებითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული არც იყოს პრეპარატის მიღებასთან: ტკივილი გულ-მკერდში, ტაქიკარდია, გულისცემა, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ტვინის სისხლის-მიმოქცევის დარღვევა და არითმიები. ამ მოვლენების განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი რეაქციები, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის, ან მას კითხვები აქვს პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა კარდურას ან პრეპარატის რომეიმე კომპონენტის მიმართ.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ქინაზოლინებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს შემდეგი თანმხლები მდგომარეობების შემთხვევაში:
• ღვიძლის დაავადებები;
• არსებული ან დაგეგმილი ორსულობა;
• ლაქტაცია;
• 16 წელზე უმცროსი ასაკი.
რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობის არსებობა ნიშნავს, რომ კარ- დურა პაციენტისთვის არაშესაფერისი პრეპარატია, მას ექიმი მისცემს რჩევას.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
ავტომობილის მართვისა და ტექნიკის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
ტაბლეტებმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ჭარბი დოზირება
ტაბლეტების დიდი რაოდენობის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა. რამდენიმე ტაბლეტის მიღება შეიძლება სახიფათო იყოს. ამ შემთხვევაში პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
თუ პაციენტი იღებს სხვა წამლებს, ტაბლეტების მიღების დაწყებამდე უნდა მიმართოს ექიმს, რადგანაც ამ პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედოს კარდურას ეფექტურობაზე.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის შემოწმება.

პრეპარატის მიღება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 4მგ ტაბლეტი #30, 2მგ ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ფაიზერი, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook