კარიპაზიმი – CARIPAZIM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქტიური ნივთიერება:
პაპაინი, რომელსაც ტროპიკული მცენარე პაპაიასგან ღებულობენ. პაპაიას (Carica papaya) სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. პაპაია მდიდარია ფერმენტებით, ვიტამინებითა და მონერალებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმენტი – პაპაინი, რომელსაც პროტეოლიზური აქტივობა აქვს.
პაპაიას რძისებრი წვენის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ცისტეინური პროტეინაზები: საკუთრივ პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზა A და პეპტიდაზა B.
პაპაინის გამოიყენება:
ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიაში, რევმატოლოგიაში, კომბუსტოლოგიაში, ქირურგიაში, ტრავმატოლოგია – ორთოპედიაში, ოფთალმოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
პრეპარატ კარიპაზიმზე კვლევები ჩატარებულია ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის სასწავლო – კვლევით ინსტიტუტში, პრიოროვის სახ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტში, ნოვოკუზნევკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოფთალმოლოგიის კათედრაზე, თბილისი I საავადმყოფოს ტრავმატოლოგია – ორთოპედიულ კლინიკაში ”სინთეზი”, კონიაშვილის სახელობის თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სასწავლო კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიის კათედრაზე, თბილისის თერმულ დაზიანებათა და დამწვრობის ცენტრში.
ჩვენება:
– ხერხემლის ოსტეოქონდროზი;
– მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქარი (მათ შორის კისრის მალების, რაც იწვევს ვერთებრო – ბაზილარულ უკმარისობას);
– დისკოგენური რადიკულიტი;
– შმორლის თიაქარი;
– ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური და სპინალური არაქნოიდიტები);
– სახის ნერვის ნევრიტი;
– მსხვილი სახსრების ართროზი – ართრიტები;
– მხარისა და ბეჭის პერიართრიტი;
– თითების პოსტტრავმული კონტრაქტურები (დიუპიუტრენის)
– III ხარისხის დამწვრობა;
შერჩევითად მოქმედებს ნეკროზულ ქსოვილებზე, იწვევს ფუფხის მოცილების დაჩქარებას, ქსოვილებში ტემპერატურის მომატებას, მათ გამოშრობას და უსისხლო, უმტკივნეულო გაწოვას აქტიური ქირურგიული ჩარევის გარეშე.
– ჭრილობები (ძნელად შეხორცებადი, ჩირქოვანი), ტროპიკული წყლულები. კელოიდური ნაწიბურები;
იწვევს გრანულაციური ქსოვილის გათავისუფლებას ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
სახსრების ანთების გავრცელებულ გართულებად ითვლება ქრონიკული ართრიტი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. ინფექციურ-ანთებითი პროცესების შედეგად ვითარდება კონტრაქტურები, რომლებიც იწვევენ დეგენერაციულ ცვლილებებს და შეხორცებების ჩამოყალიბებას სახსრის შიგნით და მოძრაობის მკვეთრად შეზღუდვას.  მტევნის აპონევროზის და კანქვეშა უჯრედისის დეგენერაციულ ცვლილებებს მივყავართ დაქვეითებამდე (კონტრ. დიუპიუტრენის);
კარიპაზიმით მკურნალობა იძლევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და მოძრაობის აღდგენას სახსარში.
გამოყენების წესი და დოზები:
დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებზე კარიპაზიმს 0,5%, 1% და 2% ხსნარების სახით იყენებენ ფუფხის სისქის შესაბამისად, ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5-იანი ნოვიკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ ერთდროულად სხეულის ზედაპირის 30% ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ერთხელ დღეში ან ერთხელ ორ დღეღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4-დან 12 დღემდეა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტების და ა.შ, დროს კარიპაზიმი ელექტროფორეზული მეთოდით შეჰყავთ.
პრეპარატის გამოყენება სტაციონარულ და ამბოლატორულ პირობებშიცაა დასაშვები.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და ტემპერატურის მომატებით გამოიხატება.
უკუჩვენებები:
დაუშვენელია კარიპაზიმის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება კარიპაზიმის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში, აგრეთვე დისკოს თიაქრის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).
გამოშვების ფორმა:
კარიპაზიმი დაფასოებულია ფლაკონებში, 100მგ თითოეულში 350 პროტეოლიზური ერთეული. სტერილური.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას +2 +8ºC-მდე ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. საქართველო.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook