კარტანი – CARTAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): L-კარნიტინი/ L-CARNITINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
პერორალური ხსნარი: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
L-კარნიტინი           …………………100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი 70%-იანი ხსნარი, მეთილპარაბენი E218, ნატრიუმის საქარინი.
1 მლ
საინექციო / და / ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
L-კარნიტინი…………………………200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მარილმჟავა Q.S pH-ის დასარეგულირებლად, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობსნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან a-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით.
კარტანი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწრობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხის, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
კარტანი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდებასხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
კარტანი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
კარტანი აუმჯობესებს სუსტი და დღენაკლული ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად შეიწოვება, Cmax მიიღწევა 3 სთ-ის შემდეგ, თერაპიულ დონეს ინარჩუნებს 9 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი აღწევს ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციით გროვდება კუნთებსა და მიოკარდიუმში; ექსკრეცია წარმოებს თირკმელების საშუალებით, გამოიყოფა შეუცვლელი სახით (80%-ზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში).
ჩვენებები:
ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები;
ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში,
პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები;
ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე;
კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია;
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები;
პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები;
თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე;
ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები;
მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);
სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).
მიღების წესი და დოზირება:
პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე, აუცილებელია გაზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). დღიური დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით:
ბავშვებში 2 წლამდე:   150 მგ/კგ წონაზე;
2-დან 6 წლამდე:           100 მგ/კგ წონაზე;
12 წლის ზემოთ და მოზრდილებში:      დღიური დოზა 2-3 გ.
ჰემოდიალიზის დროს:                                                2-4 გ.
სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა:       2-6 გ დღეში.
ბავშვებში:                                                                 50-100 მგ/კგ წონაზე;
მოზრდილებში:                                                           1-3 გ დღეში.
კარტანით მკურნალობას იწყებენ 1 გ-დან დღეში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღე-ღამეში.
ჰემოდიალიზის დროს:                    2 გ ერთჯერადად (პროცედურის შემდგომ).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: 100-200 მგ/კგ წონაზე დღეში 2-ჯერ მიღებაზე ან პირველი 48 სთ-ის განმავლობაში წარმოებს პრეპარატის უწყვეტი მიღება, შემდგომი დოზის 2-ჯერ შემცირებით.
გვერდითი მოვლენები:
კარტანის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები აღინიშნება იშვიათად. შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
კარტანი შეიძლება დაინიშნოს ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
განსაკუთრებული მითითებები:
* კარტანის მიმართ შეჩვევა არ ვითარდება, რადგან L-კარნიტინი ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერებაა.
* დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ინსულინით და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით, კარტანის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, ამ დროს რეკომენდებულია გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი და აუცილებელია ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია.
ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და სხვა სამართავ ტექნიკურ საშუალებებზე: კარტანი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატზე ჭარბი დოზირების შემთხვევები არაა გამოვლენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ კარტანის მოქმედებას. – გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ პრეპარატის დაგროვებას ქსოვილებში (გარდა ღვიძლისა);
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: DEMO S.A., საბერძნეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook