კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით / Extractum valerianae cum menthae

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კატაბალახა/valeriana

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: გ/ტბ
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი 0,02გ;
(Extractum Valerianae spissum)
პიტნის ზეთი (Oleum Menthae) 0.000289-0.000206გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მწვანე ფერის პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს, ალკალოიდებს: ვალერინს, ხატინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს – ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დამამშვიდებელი საშუალებაა. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
ჩვენებები
ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #40
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook