კატაბალახა – VALERIAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აძლიერებს საძილე საშუალების მოქმედებას. თვითონ მას ძილის მომგვრელი მოქმედება არ გააჩნია, მაგრამ აადვილებს და აღრმავებს ბუნებრივი ძილის პროცესს. ახასიათებს სპაზმოლიზური თვისება.
ჩვენებები
კატაბალახას ნაყენი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნერვული აგზნების, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის დროს.
დოზირების რეჟიმი
– მოზრდილებს ენიშნებათ 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე 3-4-ჯერ დღეში.
– ბავშვებს ერთ მიღებაზე იმდენი წვეთი, რამდენი წლისაცაა ბავშვი.
გვერდითი მოვლენები
ხანგრძლივი მიღების ან დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, ტაქიკარდია, პოლიურია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კატაბალახას მიმართ.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook