კეტამინი – KETAMINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ზოგად საანესთეზიო საშუალებას.
ხანმოკლე მოქმედების ინტრავენური სანარკოზო პრეპარატები იშვიათად გამოიყენებიან იზოლირებულად სხვა საანესთეზიო საშუალების გარეშე (მხოლოდ ხანმოკლე ოპერაციების, მშობიარობის ან სასწრაფო შემთხვევების დროს). ამისდა მიუხედავად საკმაო დროა საჭირო მათი ორგანიზმიდან ელიმინაციისათვის. ისინი იხმარება საწყისი (მოქმედება იწყება 1-2 წუთში) ან კომბინირებული ნარკოზისათვის. რეკომენდირებული დოზები ფრიად ვარიაბილურია და ინდივიდუალური.
პრეპარატი ვენაში ან კუნთებში შეყვანისას სწრაფად იწვევს ზოგად ანესთეზიას ძლიერი ანალგეზიით (თიოპენტალისაგან განსხვავებით). მიზანშეწონილია მისი გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სასურველია პაციენტს შენარჩუნებული ჰქონდეს ცნობიერება და სპონტანური სუნთქვა ხანმოკლე, მტკივნეული სადიაგნოსტიკო და ქირურგიული პროცედურების დროს. მაგრამ უფრო ხშირად იგი გამოიყენება საწყისი ბაზის ნარკოზისათვის საინჰალაციო საშუალებებთან კომბინაციაში. კეტამინის გამოყენება დასაშვებია პედიატრიულ პრაქტიკაშიც.
ჩვენებები
ინტრავენური ზოგადი ნარკოზისათვის.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში და ბავშვებში ზერელე, ხანმოკლე ნარკოზისათვის – კუნთებში საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ/კგ; ქირურგიული ნარკოზისათვის – კუნთებში 6.5-13 მგ/კგ (10 მგ/კგ იწვევს 15-25 წთ-იან ნარკოზს). ინტრავენურად (ძალიან ნელა ან ინფუზიით) 0.5-2-4 მგ/კგ (2 მგ/კგ ინექცია იწვევს 10-15 წთ-იან ნარკოზს).
გვერდითი მოვლენები
არტერიული ჰიპერტენზია (თიოპენტალისგან განსხვავებით), ტაქიკარდია, ცნს-ის აგზნება (კორექცია დიაზეპამით).
უკუჩვენებები
* არტერიული ჰიპერტენზია;
* ეკლამფსია, ეპილეფსია;
* მაღალი თვალშიდა და ცერებროსპინალური სითხის წნევა;
* ჰალუცინაციები ანამნეზში;
* გარდამავალი ფსიქიური მოვლენები (იშვიათად ბავშვებში).  

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook