კლორიფორტი / Clorifort

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლოტრიმაზოლი/clotrimazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული შემოუგარსავი პესარიის შემცველობაა:
კლოტრიმაზოლი B.P…… 100მგ

არააქტიური ნივთიერებები:
ლაქტოზა B.P……………………………………………….. 362.07მგ
სიმინდის სახამებელი B.P………………………………. 220.93მგ
ნატრიუმის სახამებლის გლუკოლატი B.P…………. 25.00მგ

მიკროკრისტალინის ცელულოზა AVICEL PH101 BP 211.00მგ

.V.P.K. 30BP ……………………..………………… 19.00 მგ
მაგნიუმის სტერეატი B.P……………………………………..6.00მგ
ტალკი BP  ………………..…………………………….. 6.00 მგ
გამოხდილი წყალი BP  ………………..…  საკმ. რაოდ.
ფარმაკოლოგია
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოტრომაზოლი არის იმიდაზოლის წარმებული, ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით
მოქმედების მექანიზმი:
კლოტრიმაზოლი მოქმედებს სოკოების წინააღმდეგ ეგროსტეროლის სინთეზის ინჰიბიციის გზით. ეგროსტეროლის ინჰიბიცია იწვევს ციტოპლაზმის მემბრანების სტრუქტურულ და ფუნქციონალურ დაშლას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები:
კლოტრიმაზოლს აქვს ფართო ანტიმიკოზური მოქმედების არეალი როგორც ბუნებრივ, ისე ლაბორატორიულ პირობებში, რაც მოიცავს დერმატოფიტებს, სოკოებს და ა.შ. კლოტრიმაზოლი მოქმედებს ფუნგისტატიკურად და ფუნგიციდურად, იმის-და მიხედვით, თუ როგორია მისი კონცენტრაცია ინფექციის კერაში.
სენსიტიური ფუნგალური სახეობების უპირატესი რეზისტანტული ცვალებადობები ძალზე იშვიათია; სენსიტიური სოკოების მეორადი რეზისტანტულობა ვლინდება მხოლოდ ძალზე იშვიათ, ცალკეულ თერაპიულ შემთხვევებში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ამ პრეპასატოის ფარმაკოკინეტიკა ვაგინალური გამოყენების შემდეგ, გვიჩვენებს, რომ კლოტრმაზოლის მხოლოდ მცირე რაოდენობა (3-დან 10%-მდე) აბსორბირდება. შეწოვილი კლოპტრიმაზოლიოს ფარმაკოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტებად სწრაფი ჰეპატური მეტაბოლიზმის გამო, კლოტრიმაზოლის პიკური კონცენტრაცია პლაზმაში, 500მგ დოზის ვაგინალური აპლიკაციის შემდეგ, 10ნგ/მლ-ზე ნაკლებია, რაც ადასტურებს, რომ კლოტრიმაზოლის ინტრავაგინალური გამოყენება არ იწვევს გაზომვად სისტემურ ეფექტებს ან გვერდით ეფექტებს.
ჩვენებები:
ვულვო-ვაგინალური კანდიდოზი, ვულვოვაგინალური ტრიქომონიაზი, არასპეციფიური ვაგინიტი, შერეული ვაგინალური ინფექციები და ინფექციური ლეიკორეა, გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიები.
დოზა და გამოყენების წესი:
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ დადგინდება, ერთი ვაგინალური ტაბლეტი შეიყვანება საშოში რაც შეიძლება ღრმად (იხ. აპლიკატორის გამპყენებს ინსტრუქცია), ღამით საწოლში დაწოლისას.
ერთი შესაყვანი ტაბლეტი ექვსი თანმიმდევრული დღის განმავლობაში, ან ორი ტაბლეტი სამი თანმიმდევრული დღის განმავლობაში.
განმეორებითი მკურნალობის საჭიროების წარმოშობისას, 2-2 ვაგინალური ტაბლეტი მიიღება 6-12 დღის განმავლობაში. მკურნალობის გამეორება ჩვეულებრივი მოვლენაა, თუკი არაა დასრულებული მკურნალობის სრული კურსი.
ბავშვები: ვაგინალური ტაბლეტები ბავშვებისათვის არ გამოყენება
ტაბლეტების შეყვანის ეფექტი საუკეთესოა ზურგზე წოლისას და როდესაც ფეხები მსუბუქად  გაშლილია. რეკომენდირებულია მკურნალობის პერიდოდის ისე შერჩევა, რომ იგი არ დაემთხვეს მენსტრუალურ ციკლს და დასრლუდეს მენსტრუაციის დაწყებამდე. სრული გამოჯანმრთელებისათვის რეკომენდირებულია კლოტრიმაზოლის მაზის წასმა საშოს მიდამოში. რეინფექციის თავიდან ასაცილებლად, კლოტრიმაზოლის მაზი უნდა გამოიყენოს სექსუალურმა პარტნიორმაც.
აპლიკატორის გამოყენების მითითებები:
ნახევრად გადასწიეთ უკან აპლიკატორის პისტონი და მოათავსეთ აპლიკატორში ვაგინალური ტაბლეტი.
ფრთხილად შეიყვაეთ აპლიკატორი საშოში რაც შეიძლება ღრმად. ამისათვის საუკეთესოა, თუ ზურგზე წევხართ.
ფრთხილად გადასწიეთ პისტონი ბოლოსაკენ. ტაბლეტი გადავა საშოში. შემდეგ ამოიღეთ აპლიკატორი.
უკუჩვენებები:
ორსულობის პირველი ტრიმესტრი
ჰიპერმგრძნობელობა კლოტრიმაზოლის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ
გვერდითი ეფექტები:
ვაგინალურ ლორწოში ძალზე მცირე რაოდენობის კლოტრიმაზოლი აბსორბირდება საიმისოდ, რომ სისტემური ხასიასთის გვერდითი ეფექტები წარმოიშვას. შესაძლოა ადგილი ექნეს ისეთ რეაქციეს, როგორებიცაა ალერგიული დერმატიტი, ადგილობრვი რეაქციები, მათ შორის გაღიზიანება და წვის შეგრძნება, ჰიპერმგრძნობელობა.
ამ პრეპარატის მიღების გამო წარმოშობილი რომელიმე უარყოფითი ეფექტის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
სპეციალური სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი უნდა გამოიყენოს პარტნიორმაც.
პრეპარატის გამოყენება მენსტრუალური ციკლის პერიოდში არ შეიძლება.

გაფრთხილება:
მეძუძურმა დედებმა ეს პრეპარატი უნდა იხმარონ ძალზე ფრთხილად.
კლოტრმაზოლი აზიანებს ლატექსის პრეზერვატივებს და დიაფრაგმებს.
ჭარბი დოზის სიმპტომები და მკურნალობა:
პრეპარატის შემთვევითი მიღებისას პირის ღრუდან, შეიძლება წარმოიშვას კუჭნაწლავისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა ოყოს სიმპტომატური და მხარდამჭერი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში:
ორსულობის პირველი სამი თვის პერიოდში კლოტრიმაზოლის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება.
ვაგინალური მიღებისას, კლოტრიმაზოლის შეწოვის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს.
იმის გამო, რომ უცნობია, ერევა თუ კლოტრიმაზოლი დედის რძეში, მეძუძურმა დედებმა ეს პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა იხმარონ.
ურთიერთქმედება
PH მჟავა-შემცველ სხვა საპნებთან ერთად ამ პრეპარატის ხმარება არ შეიძლება.
ამ პრეპარატის მიმართ ალერგიის, ან შეყვანის შემდეგ უეცარი წვის შეგრძნების გაჩენისას, ხმარება შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს.
შენახვა: ინახება გრილ, მშრალ ადგილზე, 25˚c-ზე დაბალ ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა: 100 მგ ვაგინალური ტაბლეტი N 6 + აპლიკატორი N1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Umedica Laboratories Pvt. Ltd. ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook