კლოქსაცინი / CLOCSACIN

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოფლოქსაცინი/levofloxacin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
კლოქსაცინი ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევოფლოქსაცინს – ოფლოქსაცინის მარცხნივ მბრუნავ იზომერს (ოფლოქსაცინისგან, მეორე თაობის ფტორქინოლონისგან განსხვავებით, ხასიათდება გაზრდილი აქტივობით ზემო სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ). კლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების შტამების უმრავლესობის მიმართ როგორც ინ ვიტრო, ისე ინ ვივო პირობებში:
აერობული გრამ – დადებითი მიკროორგანიზმები: Corynebacterium diphtheriae, Enterococcus faecalis, Listeria monocytogenes, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, Steptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans;
აერობული გრამ – უარყოფითი ორგანიზმები:  Acinetobacter baumannii, Acinetobacter spp., Actinobacillus actinomycetemcomitans, Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp., Moraxella catarrhalis, Morganellamorganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Pasteurella multocida, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa, Salmonella spp., Serratia marcescens;;

ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Propinibacterium spp., Veillonella spp., Gardnerella vaginalis;

სხვა მიკროორგანიზმები: Bartonella spp., Chlamydophila pneumoniae, Chlamudophila psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legionella spp., Mycobacterium spp. (მ.შ. Myc. Leprae, Myc. tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum, Trichomonas vaginalis.

ფარმაკოკინეტიკა:  500 მგ ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 99% – ს. ლევოფლოქსაცინის Cmax შეადგენს 5,1 + 0,8 მკგ/მლ, თმახ. – 1,3 +/- 0,6 სთ, ნახევრადგამოყოფის პერიოდი 6,3 + 0,6 სთ. ლევოფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. პერორალური მიღების შემდეგ, მიღებული დოზის დაახლოებით 87% შარდთან ერთად გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში, 4%-ზე ნაკლები განავალში 72 სთ-ში.

მოქმედების მექანიზმი: კლოქსაცინი მიკრობის უჯრედში დნმ-ის სპეციფიკური ფერმენტების –  დნმ -ჰირაზას და ტოპოიზომერაზა IV -ის ინჰიბირებით მოქმედებს ბაქტერიული უჯრედის დნმ -ის ტრანსკრიფციაზე, რეპლიკაციასა და  სპირალიზაციაზე, რაც მიკროორგანიზმის დაღუპვას იწვევს (ბაქტერიციდული ეფექტი).

ჩვენებები და დოზირება: კლოქსაცინი (ლევოფლოქსაცინი 500 მგ) მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. დოზირების წესი დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე შესაძლო გამომწვევის მგრძნობელობით.
– მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ცხვირისდანამატი ღრუებისანთება): კლოქსაცინი 500 მგ ერთხელ დღეში- 10-14 დღე;
– ქრონიკული ბაქტერიული ბრონქიტისგამწვავება:კლოქსაცინი 500 მგ ერთხელ დღეში- 7-10 დღე;
– არაჰოსპიტალური პნევმონია: კლოქსაცინი 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში -7-14 დღე
– მწვავე პიელონეფრიტი: კლოქსაცინი 500 მგ ერთხელ დღეში – 7-10 დღე.
– საშარდე სისტემის გართულებული ინფექციები: კლოქსაცინი 500 მგ ერთხელ დღეში – 7-14 დღე;
– გაურთულებელი ცისტიტი: კლოქსაცინი 250 მგ ერთხელ დღეში 3 დღე;
– ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: კლოქსაცინი 500 მგ ერთხელ დღეში 28 დღე;
– კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები:  კლოქსაცინი 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში-7-14.
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0,5-დან 1 ჭიქამდე), ჭამის წინ ან ნებისმიერ დროს კვებათა შორის ინტერვალში.

განსაკუთრებული მითითებები: არასაკმარისი კლინიკური კვლევებისა და ზრდის პერიოდში ქინოლონების სახსრის ხრტილებზე შესაძლო დამაზიანებელი მოქმედების გამო, პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკში და ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ; ეპილეფსია;
გვერდითი მოვლენები: ქავილი, კანის შეწითლება, ფოტოსენსიბილიზაცია, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, მყესების დაზიანება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე.პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა: 500 მგ ტაბლეტი #5
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: DOPPEL Farmaceutici, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook