კოდეინი – CODEINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ფენანტრენის ჯგუფის ალკალოიდს ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტს. თავისი თვისებებით ახლოს დგას მორფინთან, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება მას ანგლეზიური მოქმედებით, კარგად აქვს გამოხატული ხველების საწინააღმდეგო ეფექტი. მორფინთან შედარებით ნაკლებად თრგუნავს სუნთქვის ცენტრს და ნაწლავების პერისტალტიკას, თუმცა ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს ყაბზობას. ორგანიზმში მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება დიმეთილმორფინად.
ჩვენებები
იგი ეფექტურია რესპირატორული ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროს. ამცირებს მშრალ, არაპროდუქტიულ ან მტკივნეულ ხველას.
ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხველა სერიოზულად აწუხებს ავადმყოფს, ან ხელს უშლის ძილს.
გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიის, ფილტვების ემფიზემის დროს.
დოზირების რეჟიმი
პერორალურად 10-20 მგ 2 ან 4-ჯერ დღეში.
ბავშვებში (ძალიან ფრთხილად) 2-8 წლის ასაკში 1 მგ/კგ /დღეში დაყოფილი 4 მიღებაზე, სიროფის (ჩაის კოვზით) ან წვეთების სახით.
გვერდითი მოვლენები
სუნთქვის დათრგუნვა მაღალი დოზების გამოყენების დროს, სედაცია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, იშვიათად ალერგიული რეაქციები ქავილის, ურტიკარიის სახით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, შეჩვევის და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარება.
უკუჩვენებები
* სუნთქვის უკმარისობა;
* ღვიძლის დაავადებები;
* ბრონქული ასთმის შეტევა;
* ბავშვებში 2 წლამდე;
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
♦ თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას ხანგრძლივდება კოდეინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი, რის გამოც რეკომენდებულია მის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
♦ არ არის რეკომენდებულია მისი მიღება ორსულობის I ტრიმესტრში. მშობიარობის წინ და ლაქტაციის პერიოდში.
♦ იგი აძლიერებს ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი პრეპარატებისა და ალკოჰოლის ეფექტს.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook