კოლოკიტი / Colokit®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ოსმოსური საფაღარათო საშუალებები
შემადგენლობა
ტაბლეტები: შეფუთვაში 32 ც.
1 ტაბ.
მონოჰიდრატული მონონატრიუმის ფოსფატი….. 1102 მგ
უწყლო დინატრიუმის ფოსფატი…………. 398 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 8000, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
პრეპარატი კოლოკიტი გამოიყენება ნაწლავის გამოსარეცხად. იგი ზრდის წყლის მოცულობას განავალში. კოლოკიტი უნდა მიიღოთ კოლინჯის (იგივე მსხვილი ნაწლავის) გასაწმენდად ენდოსკოპიური ან რენტგენოლოგიური შემოწმების ან ქირურგიული ჩარევის წინ. მნიშვნელოვანია, თქვენი კოლინჯი მთლიანად იყოს დაცარიელებული, რათა ექიმებს გაუადვილდეთ მისი სუფთად დათვალიერება.
მიღების წესები და დოზები
ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, ღებინების თავიდან აცილების მიზნით. კოლოკიტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის ფაღარათი. პრეპარატი იწყებს ხშირ დეფეკაციას მიღებიდან ნახევარ საათში და შესაძლოა მოქმედება გაგრძელდეს 6 საათის მანძილზე.
თუ პირველი და მეორე დოზის მიღებიდან 6 საათის განმალობაში კუჭის მოქმედება არ დაფიქსირდა, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან არსებობს დეჰიდრატაციის საფრთხე.
კოლოკიტის მიღება სასურველია საავადმყოფოში მისვლამდე წინა დღეს.
ჩევულებრივი დოზა არის 32 ტაბლეტი. ეს მედიკამენტი განკუთვნილია ზრადსრული ადამიანებისთვის და საჭიროა ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის დაცვა. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გამოკვლევის მომდევნო დღეს, შეგიძლიათ მსუბუქად ისაუზმოთ, ნაკლებად მიიღეთ ყავა ან ჩაი შაქრით თუ უშაქროთ, ორცხობილა, კარაქი, მურაბა ან თაფლი. შუადღის შემდეგ და გამოკვლევამდე, მხოლოდ სუფთა სითხის მიღებაა ნებადართული (წყალი, სუფი, ხილის წვენი რბილობის გარეშე, ჩაი ან შავი ყავა, მსუბუქი სოდა, ბიკარბონატის შემცველი ან არა). არ უნდა მიიღოთ მაგარი საკვები.
კოლოკიტის დოზის გამოტოვების შემთხვევაში: არ მიიღოთ ზედმეტი დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ნუ მიიღებთ 4 ტაბლეტზე მეტს. რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
მოხმარების წესი
კოლოკიტის მიღება უნდა განხორციელდეს გარკვეული წესების დაცვით.
მიღების სქემა:
გამოკვლევის წინა საღამო: მიიღეთ 4 ტაბლეტი 250 მლ წყლის (ან სხვა სითხესთან) მიყოლებით. შემდეგ თავიდან მიიღეთ 4-ჯერ იმავე წესით, 15 წუთიანი ინტერვალებით. სულ უნდა მიიღოთ 20 ტაბლეტი.
შემოწმების დღე: 4-5 საათით ადრე შემოწმების წინ, მიიღეთ 4 ტაბლეტი 250 მლ წყლის (ან სხვა სითხესთან) მიყოლებით. შემდეგ თავიდან მიიღეთ 2-ჯერ იმავე პირობით, 15 წუთიანი ინტერვალებით. სულ უნდა მიიღოთ 12 ტაბლეტი.
ალტერნატიული მიღების სქემა დილის კოლოსკოპიის შემთხვევაში: დილით ადრე დაგეგმილი კოლპოსკოპიისთვის, შესაძლოა გამოიყენოთ შემოწმების წინა საღამოს მიღების სქემა და დაიაცვათ 4 საათიანი ინტერვალი, 20 პირველი ტაბლეტის მიღების დასაწყისსა (4 ტაბლეტი 250 მლ-იან წყალთან (ან სხვა სითხესთან) ერთად, ყოველ 15 წითში) და 12 ბოლო ტაბლეტის მიღებას (4 ტაბლეტი 250 მლ-იან წყალთან (ან სხვა სითხესთან) ერთად, ყოველ 15 წუთში) შორის.
სქემის ნიმუში:
18.00 საათზე: მიიღეთ 4 ტაბლეტი 250 მლ წყლის (ან სხვა სითხესთან) მიყოლებით. შემდეგ თავიდან მიიღეთ 4-ჯერ იმავე პირობით, 15 წუთიანი ინტერვალებით. სულ უნდა მიიღოთ 20 ტაბლეტი.
22.00 საათზე: მიიღეთ 4 ტაბლეტი 250 მლ წყლის (ან სხვა სითხესთან) მიყოლებით. შემდეგ თავიდან მიიღეთ 2-ჯერ იმავე პირობით, 15 წუთიანი ინტერვალებით. სულ უნდა მიიღოთ 12 ტაბლეტი.
აუცილებელია ბევრი წყლის დალევა მკურნალობის მანძილზე. ხანდაზმულ პირებში, შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის გააქტიურება კოლოკიტის მიღების წინ. თირკმლის უკმარისობის შემთხვევეაში საჭიროა ამ პრეპარატის მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს კოლოკიტსაც ახლავს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველა ადამიანზე ერთნაირად არ ახდენს ზემოქმედებს.
ძალიან იშვიათად, კოლოკიტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს კანის ზედაპირზე გამონაყარის სახით. თუ ხელები, სახე, ტუჩები, კისერი, ენა იწყებს გასიებას ან თუ დაგეწყოთ სუნთქვის თუ ყლაპვის გართულება, მაშინათვე გამოიძახეთ სასწრაფო, ან მიმართეთ თქვენს პირად ექიმს.
კოლოკიტთან დაკავშირებული სხვა არასასურველი მოვლენები:
ძალიან ხშირი (1/10): გულისრევა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, ფაღარათი, კანკალი, სისუსტე და თაბრუ;
ხშირი (1-10/100): ღებინება, თავის და გულ-მკერდის ტკივილები;
იშვიათი (1-10/1000): დეჰიდრატაცია;
ძალიან იშვიათი (1/10 000): მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ფრიალი, მაღალი და დაბალი არტერიული წნევა, მარილის (ელქტროლიტური) შემცველობის ცვლილება სისხლში (რაც იწვევს კუნთოვან სპაზმს ან შეკუმშვას), კუნთები კრუნჩხვები, დაბუჟების ან ჟრუანტელის შეგრძნება, გონების დაკარგვა, კალციუმის დაგროვება თირკმელში ან თირკმლის უკმარისობა.
უკუჩვენება
კოლოკიტის მიღება არ შეიძლება თუ:
– ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ნატრიუმის ფოსფატის მარილებისა ან კოლოკიტში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
– ჯერ კიდევ არ ხართ 18 წლის;
– გაქვთ ღებინება (გულისრევა) ან მუცლის ტკივილები;
– გაქვთ თირკმლის უკმარისობა;
– გაწუხებდათ ან ამჟამად გაწუხებთ გულის მხრივ ჩივილები (გულის უკმარისობა, ძლიერი ტკივილი მკერდის არეში);
– გქონიათ ან ამჟამად გაქვთ სითხის დაგროვება მუცლის აპკსა (რაც ეკვრის მუცლის ღრუს) და ორგანოებს შორის;
– აღინიშნება წვრილი ნაწლავის პერფორაცია ან პარეზი (ნაწლავების გაუვალობა);
– გაქვთ მეგაკოლინჯი (ნაწლავის გაფართოება) თანდაყოლილი ან შეძენილი;
– გაწუხებთ მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება;
– თქვენი პარათირეოიდული ჯირკვლები ჰიპერაქტიურია (ჰიპერპარათიროიდული).
თქვენ არ უნდა მიიღოთ კოლოკიტი ნატრიუმის ფოსფატის შემცველ სხვა საფაღარათო პრეპარატებთან ერთად.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების აღმოჩენის შემთხვევეაში მიმართეთ რჩევისათვის ექიმს. ის გადაწყვეტს უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი.
ორსულობა და ლაქტაცია
კოლოკიტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ორსულად ბრძანდებით ან აპირებთ დაორსულებას. ძუძუთი კვების დროს შეწყვიტეთ კვება კოლოკიტის მეორე დოზის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილე გამოიჩინეთ პრეპარატ კოლოკიტის მიღებისას თუ:
– ხართ 65 წელზე მეტი ასაკის;
– გაწუხებთ გულის ან თირკმლის დაავადებები;
– გაქვთ მარილის შემცველობის ცვლილებები ორგანიზმში (ელექტროლიტური დისბალანსი) ან ხართ ასეთი ცვლილებების რისკის ქვეშ როგორიცაა გაუწყლოება;
– თქვენი არტერიული წნევა დაბალია ან გაწუხებთ ნაწლავების ნაწილობრივი ან მთლიანი მოქმედების შენელება;
– ჩაიტარეთ ოპერაცია გაუვალობის გამო;
– გქონიათ სხვა ტიპის ქირურგიული ჩარევა კუჭ-ნაწლავების დაავადებების გამო;
– იცავთ სოდის შემცველ დიეტას (მარილის ნაკლებობა).
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს. კოლოკიტმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის რითმის მსუბუქი ცვლილება, ელექტროლიტური დისბალანსის გამო. ასეთ დროს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა მეტად საჭიროა მთელი მკურნალობის მანძილზე. პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ კოლოკიტის მიღება იწვევს თხევად დეფეკაციას, სადაც შესაძლოა აღმოაჩინოთ კოლოკიტის ტაბლეტი მთლიანად ან ნაწილობრივ. ამიტომ უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, დეჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით. ჩვეულებრივ, ეს პრეპარატი მოქმედებს მისი მიღებიდან 1/2-დან 6 საათამდე. თუ პირველი ან მეორე დოზის მიღებიდან 6 საათის მანძილზე დეფეკაცია არ მოხდა, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რადგან ასეთ შემთხვევეაში არსებობს დეჰიდრატაციის რისკი.
კოლოკიტი არ წარმოადგენს ყაბზობის სამკურნალო პრეპარატს.
ავტომობილის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა: ამ პრეპარატის გამოყენებისას მოერიდეთ ავტომობილის მართვას ან სხვა რაიმე მექანიზმთან მუშაობას, იმ შემთხვევაში თუ გრძნობთ დაღლილობას, თაბრუსხვევას, ან გაუწყლოების შეგრძნება გაქვთ. პრეპარატის მიღების შემდეგ, უნდა დარჩეთ საპირფარეშოსთან ახლოს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოლოკიტის ზოგიერთ შემადგენელ კომპონენტის შესახებ: კოლოკიტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 313 მგ ნატრიუმს. ეს გასათვალისიწინებელი ინფორმაციაა, თუ თქვენ უმარილო დიეტას იცავთ.
ჭარბი დოზირება
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, კოლოკიტის გამოწერილი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რადგან მან შესაძლოა დეჰიდრატაცია გამოიწვიოს, გამოვლინდეს კარდიალური, ცირკულაციის პრობლემები, სუნთქვის გაუარესება, მოუსვენრობა ან მუცლის ღრუში ტკივილები.
თუ არ იცავთ სრულად ზემოთ ჩამოთვლილ მითითებებს, გამოკვლევის ჩატარება შეუძლებელია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კოლოკიტის მიღების წინ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით ან ახლა იღებთ სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით, კერძოდ:
– მაღალი წნევის ან სტენოკარდიის (კალციუმის შემფერხებლები) სამკურნალოდ მიღებული მედიკამენტები;
– შარდის გამოყოფის (შარდმდენი) გაუმჯობესების სამკურნალოდ მიღებული მედიკამენტები;
– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი;
– გონებრივი აშლილობის (ლითიუმის შემცველობის) სამკურნალოდ მიღებული ზოგიერთი მედიკამენტი;
– მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ დეჰიდრატაციის გამოწვევა ან ორგანიზმში (ჰიდროელეტროლიტური ბალანსი) წარმოდგენილი სხვადასხვა მარილების (კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფატი, წყალი) პროცენტული ცვლილება;
– მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან გულის რითმს;
– პარათირეოიდულ ჰორმონზე დამზადებული მედიკამენტები;
– მედიკამენტის პერორალური გზით მიღება: მაგალითად კონტრაცეპტივების ან ეპილეფსიის, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების ან ანტიბიოტიკების მიღებისას კოლოკიტს შეუძლია დააყოვნოს ან მთლიანად ხელი შეუშალოს პერორალური გზით მიღებული ამ მედიკამენტების შთანთქმას, რაც გამოიწვევს მათ ნაკლებ ეფექტურობას ან არაფექტურობას.
ეჭვის გაჩენის შემთხვევეაში რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №32
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Mayoly Spindler, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook