კოლოცინტის-ჰომაკორდი – COLOCYNTHIS-HOMACCORD

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნევრალგიების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ
100 მლ
Colocynthis D2…………………….            0.8 მლ
Colocynthis D10………………….            0.8 მლ
Colocynthis D30……………………          0.8 მლ
Colocynthis D200…………………           0.8 მლ
Gnaphalium polycephalum D1…………   0.2 მლ
Gnaphalium polycephalum D10………..  0.2 მლ
Gnaphalium polycephalum D30……….   0.2 მლ
Gnaphalium polycephalum D200……….  0.2 მლ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.
Colocynthis D4 ……………………….      0.8 მლ
Colocynthis D10……………………..        0.8 მლ
Colocynthis D30……………………          0.8 მლ
Colocynthis D200……………………        0.8 მლ
Gnaphalium polycephalum D3 ……….    0.2 მლ
Gnaphalium polycephalum D10 …….     0.2 მლ
Gnaphalium polycephalum D30  ……..   0.2 მლ
Gnaphalium polycephalum D200  …….  0.2 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.
ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
ნევრალგიები, განსაკუთრებით საჯდომი ნერვის;
ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის ოსტეოქონდროზი;
ინტერკოსტალური ნევრალგია და მალაშუა დისკების დაავადებები;
მძღოლთა განსაკუთრებული სახეობის ნევრალგია (ხანგრძლივი მგზავრობისას ქვემო კიდურების ნევრალგია, რაც აძნელებს ერთ პოზაში ჯდომას).
მიღების წესი და დოზირება:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
მწვავე შემთხვევაში დასაწყისისთვის 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
საინექციო ხსნარი:
მწვავე შემთხვევისას ყოველდღიურად, ხოლო სხვა დროს ჩვეულებრივ 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში. ნევრალგიებისას – ტკივილის მიდამოში.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია
უკუჩვენებები:
არ გააჩნია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი უნდა დაიხუროს გამოყენებისთანავე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook