კოლხური მალამო – Unguentum Colchuri

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა:
კუნელის ნაყენი, ბელადონას სქელი ექსტრაქტი, ევკალიპტის ზეთი, ჭინჭრის
ექსტრაქტი, კრაზანას ნაყენი, ძიძოს ნაყენი, ფარსმანდუკის ნაყენი, ცხენისწაბლის ნაყენი, მუხის ქერქის ნაყენი, სამედიცინო ვაზელინი.
მოქმედება:
ანთების საწინააღმდეგო; ტკივილგამაყუჩებელი; შეხორცების დამაჩქარებელი;
იმუნოსტიმულატორი; მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი;
ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი.
ჩვენება:
გარეგანი გამოყენება შემდეგი დაავადებებისას: (მალამოს დატანა დაზიანებულ ადგილას დღეში 3–ჯერ, მორჩენამდე)
ჭრილობა; დამწვრობა; ბუასილი; საშვილოსნოს ყელის ეროზია; ტროფიკული წყლული;
ფურუნკულოზი.
(მალამოს შეზელვა მტკივნეულ ადგილას 3–4–ჯერ დღეში 5–6 წუთის განმავლობაში მსუბუქი მასაჟით. მკურნალობა 7–14 დღის განმავლობაში)
ოსტეოქონდროზი; რადიკულიტი; რევმატიზმი; ნიკრისის ქარი; ნევრიტი; ართრიტი;
ართრალგია; მიალგია;
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
მწარმოებელი: ფირმა "კარდუ", საქართველო.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook