კომბინოსი / Combinose

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ზღვის წყალი/ sea water

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:  რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ცხვირის (ნაზალური) სპრეი- 20 მლ.
ზღვის წყლის გამდიდრებული ფორმულა ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს და ვირუსული ინფექციების  საპროფილაქტიკოდ.
შემადგენლობა:
ზღვის წყალი, რეზვერატროლი, ალოე ვერა, ნატრიუმის ჰიალურონატი, მეთილსულფონილმეთანი MSM.
ჩვენებები:
• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, მათ შორის ვირუსული ინფექციები
• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა
მიღების წესი:
ბავშვები ორი წლიდან: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში  2-3 ჯერ დღეში.
მოზრდილები: 1-2 შესხურება  თითოეულ ნესტოში 2-3 ჯერ დღეში.
მოქმედების მექანიზმი:
• ზღვის წყალი
ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას, აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის მუშაობას, ასუფთავებს ცხვირის ღრუს, ხელს უწყობს ვირუსების, ბაქტერიების და ალერგენების გამოდევნას ცხვირის ღრუს ლორწოვანიდან, ატენიანებს ლორწოვანს, ამცირებს ანთებით მოვლენებს.
• რეზვერატროლი
ავლენს ანტივირუსულ, ანტიოქსიდანტურ, ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნომოდულაციურ მოქმედებას.
კლინიკაურად დადასტურებულია რეზვერატროლის მაღალეფექტური ანტივირუსული მოქმედება ისეთი ვირუსების მიმართ როგორებიცაა: გრიპის ვირუსი, ებშტეინ ბარის, მარტივი ჰერპესის, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის, ენტეროვირუსის, მეტპნევმონიის, რინოვირუსი.
• ალოე ვერა აქვს ლორწოვანზე ანტიანთებითი მოქმედება ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირების და პროსტაგლანდინ E2-ის წარმოქმნის შემცირების ხარჯზე. ალოე ვერაში შემავალი ანტრახინონ ალოინი ახდენს სხვადასხვა ვირუსის ინაქტივაციას, როგორიცაა გრიპი, მარტივი ჰერპესი, ვარიცელა ზოსტერი. მასში შემავალი აქტიური ნივთიერებები ლუპეოლი, დარიჩინის მჟავა და სხვა ავლენენ მაინჰიბირებელ მოქმედებას სოკოებისა და ბაქტერიების ზრდაზე.
• ნატრიუმის ჰიალურონატი (ჰიალურონის მჟავა) – გამოირჩევა მაღალი დამატენიანებელი უნარით, იგი აჩქარებს ლორქოვანის რეგენერაციას და ზრდის უჯრედის მემბრანის სტაბილურობას. ჰიალურონის მჟავა ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ანთების უბანში სისხლძარღვების გამავლობის შემცირების ხარჯზე. ამცირებს ფაგოციტოზს, ააქტიურებს კომპლემენტარულ სისტემას.
• მეთილსულფონილმეთანი MSM – მაღალეფექტურია რინიტისა და რინოსინუსიტის მკურნალობისას. ამცირებს ლორწოს წებოვნებას და აძლიერებს სეროზული სითხის სეკრეციას, შესაბამისად აუმჯობესებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რითაც ხსნის ცხვირის ობსტრუქციას და ამცირებს ცემინებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური, ანტიოქსიდანტური მოქმედება.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ცხვირის (ნაზალური)სპრეი- 20 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Parmaluce, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook