კომბიფლორი / Combiflor

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
წყლის, ელექტროლიტური და ნაწლავური მიკრობული ფლორის სასიამოვნო გემოს მქონე კომპლექსი დიარეის დროს ფიზიოლოგიური ბალანსის აღსადგენად. შემადგენლობა შესაბამისია თანამედროვე პედიატრიული გასტროენტეროლოგების რეკომენდაციების (ESPGHAN).
შემადგენლობა:
A პაკეტი (რეჰიდრატაციისთვსი): დექსტროზა, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ქლორიდი.
B პკეტში:  8 მილიარდი პრობიოტული კულტურა (Lactobacillus acidofilus, Bifidobacterium longum, saccharomyces boulardii), რომელთა ეფექტურობაც დარღვეული მიკრობული ბალანსის რეგულირებაში კველევებით არის დადასტურებული.
თუთია- ამცირებს დიარეის ეპიზოდება.
გამოყენება: 2 პაკეტი (А და В) ერთდროულად უნდა გაიხსნას 100 მლ წყალში და მიიღება ნელ ნელა წილადობრივად.
თუ ბავშვს დიარეასთან ერთად აქვს ღებინება, უმჯობესია მიეცეს ყოველ 2 წთ-ში მცირე დოზებით ჩაის კოვზით (5 მლ).
დღეღამური დოზა: მწვავე პერიოდში 3 პაკეტი (А +В) დღეში.
დასაშვებია გამოყენებული იქნეს ჩვილებში (0 წლის ასაკიდან).
ფორთოხლის არომატი სასიმოვნო გემოას აძლევს ხსნარს და ამარტივებს მის მიღებას.
გლუტეიის და ლაქტოზის გარეშე.
გამოშვების ფორმა: N8 დუბლირებული(A+B) პაკეტი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Buona-Steve jones, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook