კომერი / Comer

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენელი კომპონენტები:
მწარე ლიმონი (Citrus aurantium L., ფესვი) 1,67 გრ,
ლიმონის ვერბენა (Aloysia citriadora P, ფოთოლი) 1,67 გრ,

შვრია (Avenia sativa L., ღერო) 1,67 გრ,
ანგელოზა (Angelica archangelica L., ფესვი) 1,25 გრ
ბეგქონდარა (Thymus vulgaris L., ფოთოლი) 0,83 გრ,
ჯანჯაფილა (Zingiber officinale Roscoe., ფესურა) 0,42 გრ,
სვია (Humulus lupulus L., ყვავილი)0,32 გრ,
extracto liofilizado de genciana
ნაღველა (Gentiana lutea L., ფესვი) 0,21 გრ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერების, ნაწლავების პერისტალტიკის გააქტიურების, საჭმლის მონელების გაუმჯობესების ხარჯზე  აუმჯობესებს მადას, რომელიც   მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგაც გრძელდება ხანგრძლივად.
ანგელოზა-აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნაწლავების ფუნქციურ მდგომარე- ობას, ფერმენტაციული პროცესების დათრგუნვით და სპაზმოლიტური მოქმედებით ხსნის ნაწლავის კოლიკას, ხელს უწყობს გაზების გამოდევნას, აძიერებს მადას. აქვს სედაციური მოქმედება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ნერვული წარმოშობის საჭმლის მონელების დარღვევისას.
ბეგქონდარა – ხასიათდება ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული (H. pylori), სპაზმოლიტური, მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედებით, აძლიერებს მადას.
მწარე ლიმონი გამოირჩევა მატონიზირებელი, სპაზმოლიტური, სედაციური, მადის გამაძლიერებელი ეფექტით.
ჯანჯაფილა (კოჭა, იმბირი) აძლიერებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციას, აფერხებს აირწარმოქმნას, აქვს ჰეპატოპროტექტო – რული, ნაღლმდენი, ღბინების საწინააღმდეგო ეფექტი, აძლიერებს ნერწყვის წარმოქმნას.
ლიმონის ვერბენა – გამოირჩევა სპაზმოლიტური, ანტისეპტიკური, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, სუსტად გამოხატული დამამშვიდებელი მოქმედებით.
შვრია ხასიათდება ზომიერად დამამშვიდებელი, შარდმედენი, საჭმლის მონელების გამაუმჯებესებელი მოქმედებით.
სვიაააქტივებს გემოვნების რეცეპტორებს, აძლიერებს ნერწყვის წარმოქმნას, გამოირჩევა სედაციური ეფექტით.
ნაღველააძლიერებს ნაღვლის წვენის, ასევე კუჭის და ნაწლავის წვენის წარმოქმნას და გამოყოფას, აძლიერებს მადას.

ჩვენება:
• მადის დაქვეითება
• საჭმლის მონელების დარღვევა
• ნაწლავური სპაზმი და კოლიკა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
0-1 წელი: 2,5 მლ 1-2 ჯერ დღეში (ექიმის რეკომენდაციის მიხედვით)
1-2 წელი: 2,5 მლ 3ჯერ დღეში
3-6 წელი 5 მლ.3 ჯერ დღეში
მიიღება კვებისგან დამოუკიდებ
7-12 წელი 10 მლ.3 ჯერ დღეში
კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25°C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.
გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: sorianatural, ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook