კონკორ კორი – CONCOR COR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ბისოპროლოლი/BISOPROLOL
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ბისოპროლოლის ფუმარატი…………..      2.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, დიმეტიკონი 100, მაკროგოლი 400, რკინის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორია, რომელიც თანაბრადაა აღჭურვილი ლიპოფილურ-ჰიდროფილური თვისებებით. თერაპიული დოზით გამოყენებისას არ ახასიათებს შინაგანი სიმპატომიმეტური აქტივობა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებები.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს კონკორ კორი თრგუნავს დაავადების პროგრესირების გამომწვევ სიმპატო-ადრენალური და რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობას.
მაქსიმალურ მოქმედებას კონკორ კორი აღწევს პერორალური მიღებიდან 1-3 საათში. პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას მისი მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათს შეადგენს.
ჩვენებები:
გულის ქრონიკული უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება:
კონკორ კორი ენიშნებათ ზომიერად გამოხატული და გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით (ექოკარდიოგრაფიით განდევნის ფრაქცია 35%). რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში არ აღენიშნებოდათ გამწვავება. არ არის რეკომენდებული ადრე დანიშნული სამკურნალო პრეპარატების შეცვლა კონკორ კორის მიღებამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე.
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს კონკორ კორი ენიშნებათ აგფ ინჰიბიტორებთან (ან სხვა ვაზოდილიტატორებთან, აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში), დიურეტიკებთან და აუცილებლობის შემთხვევაში, საგულე გლიკოზიდებთან ერთად.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი:
პირველი კვირის განმავლობაში კონკორ კორის საწყისი დოზაა 1.25 მგ დღეში ერთხელ.
მეორე კვირის განმავლობაში ინიშნება 2.5 მგ დღეში (1 ტაბ. კონკორ კორი).
მესამე კვირას დოზირება შეადგენს 3.75 მგ-ს დღეში.
მეოთხე კვირიდან მერვე კვირამდე ინიშნება 5 მგ (2 ტაბ. კონკორ კორი).
შემდგომ ხდება დოზის გაზრდა 7.5 მგ-მდე (მერვე კვირიდან მეთორმეტე კვირამდე).
მეთორმეტე კვირიდან ინიშნება კონკორ კორის მაქსიმალური დოზა 10 მგ (4 ტბა. კონკორ კორი).
ექიმს შეუძლია დოზირების კორექცია პრეპარატის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები კონკორ კორით მკურნალობის დაწყებიდან (1.25 მგ დოზით) პირველი 4 საათის განმავლობაში უნდა იყოს გამოკვლეული (არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება).
გვერდითი მოვლენების აღმოცენებამ შესაძლოა პაციენტისთვის მაქსიმალურად რეკომენდებული დოზის დანიშვნას შეუშალოს ხელი. აუცილებლობის შემთხვევაში მიღწეული დოზირება შესაძლოა თანდათანობით შემცირდეს. თუ აუცილებელია, მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს და შემდეგ განახლდეს იგივე სქემით. პრეპარატის აუტანლობისას ან დოზის მომატების პროცესში გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესებისას, რეკომენდებულია, პირველ რიგში, კონკორ კორის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტა (გამოხატული ჰიპოტონიისას, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესებისას, რომელსაც თან ახლავს ფილტვების მწვავე შეშუპება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდია ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).
მიღების წესი და ხანგრძლივობა: ტაბლეტების მიღება ხდება დაუღეჭავად მცირე რაოდენობა სითხესთან ერთად. კონკორ კორის მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე ან საუზმის დროს.
პრეპარატით მკურნალობა საჭიროებს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას. როგორც წესი, კონკორ კორით მკურნალობის კურსი ხანგრძლივია. არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე დოზირების შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა. კონკორ კორით მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ერთბაშად, იგი უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კორონარული სისხლძარღვების დაავადებების და აგრეთვე გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს (ასეთ ავადმყოფებში დოზის შემცირება უნდა ხდებოდეს 2-ჯერ ყოველკვირეულად); ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს დარღვევები ცნს-ის მხრივ, მაგალითად, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულებრივ მსუბუქი ხასიათი აქვს და როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ.
მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუნქტივიტი.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ორთოსტატური ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატორიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, პარესთეზიები, რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში, თერაპიის დასაწყისში, აღწერილი სიმპტომატიკის გაძლიერების შემთხვევები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად, ასთმური ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ჰეპატიტი.
საყრდენმამოძრავებელი აპარატის მხრივ: ცალკეული შემთხვევვებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების დაავადებები (ართროპათია) ერთი ან რამოდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო- ან პოლიართრიტი).
დერმატოლოგიური რეაქციები: ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი.
შარდსასქესო ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – პოტენციის დარღვევა.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ასტ, ალტ). თანმხლები (ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის ნიშნების (მაგალითად, გახშირებული პულსი) შენიღბვა. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება.
განსაკუთრებული მითითებანი:
– ცალკეულ შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფსორიაზის განვითარება, გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები ან მოგვცეს ფსორიაზმისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები.
– ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: თმის ცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება-განწყობილების შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. კონკორ კორით მკურნალობა ექიმის რეგულარულ კონტროლს მოითხოვს.
– ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებისა ან ხელსაწყოების მართვის უნარი. ეს მეტად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე ალკოჰოლის მიღებას.
უკუჩვენებები:
* არ არის რეკომენდებული კონკორ კორის გამოყენება – შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50-ზე ნაკლები), გამოხატული ჰიპოტენზიის (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმებისადმი მიდრეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადიების, მაო ინჰიბიტორების ერთდროული მიღების (გამონაკლისია: მაო-B-ის ინჰიბიტორი) დროს.
* ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, კონკორ კორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებელის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
* კონკორ კორის დანიშვნა ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფეოქრომოციტომა, შეიძლება მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების შემდეგ.
* გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებისთვის გულის უკმარისობის გამწვავებისას ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, რომლის დროსაც აუცილებელია ნოოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა, კონკორ კორის გამოყენება არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, კონკორ კორის გამოყენება უკუნაჩვენებია გულის უკმარისობის მქონე ისეთი ავადმყოფებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ბრადიკარდია (თუ პულსი 50-60 დარტყმაზე ნაკლებია წუთში) და ჰიპოტენზია (თუ სისტოლური არტერიული წნევა 90-100 მმ ვწყ. სვ-ზე ნაკლებია).
ორსულობა და ლაქტაცია:
* არ არის რეკომენდეული კონკორ კორის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე,
* არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს სარწმუნო კვლევები და გამოცდილება. თუ, გამონაკლის შემთხვევაში, კონკორ კორი გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალშობილში პულსის გაიშვიათების, სისხლში შაქრის დონის შემცირებისა და სუნთქვის დათრგუნვის განვითარება. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარება, ჩვეულებრივ, პირველი 3 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.
განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ შემთხვევებში:
* შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომელთა სისხლშიც გლუკოზის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს, – შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა;
* მკაცრი დიეტის დაცვისას;
* მეტაბოლური აციდოზის მქონე ავადმყოფთა მკურნალობისას;
* ისეთი ავადმყოფების მკურნალობისას, რომელთაც ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აღენიშნებათ;
*მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩაატრებისას;
* I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას;
* ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს (პრინცმეტალის სტენოკარდია).
ჭარბი დოზირება:
კონკორ კორის დოზის გადაჭარბებისას, რომელიც გამოიხატება ბრადიკარდიით, არტერიული ჰიპოტონიით, გულის უკმარისობით, ბრონქოსპაზმით ან გულის შეკუმშვათა სიხშირის სახიფათო შენელებით, კონკორ კორით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და დაუყოვნებელი კონსულტაცია ექიმთან.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კონკორ კორის ერთდროული დანიშვნისას სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად შეიძლება ამ უკანასკნელთა ეფექტი გაძლიერდეს.
– რეზერპინით, ალფა-მეთილდოფათი, კლონიდინით სათითურას პრეპარატებითან გუანფაცინით ერთდროული მკურნალობისას შესაძლოა გაცილებით მკვეთრად დაქვეითდეს გულისცემის სიხშირე. გარდა ამისა, კლონიდინმა, სათითურას პრეპარატებმა და გუანფაცინმა შეიძლება გამოიწვიონ აგზნების გატარების შეფერხება.
– კონკორ კორთან ერთად სიმპატომიმეტური საშუალებების (მაგალითად, ხველების საწინააღმდეგო საშუალებებში, ცხვირისა და თვალის წვეთებში შემავალი) ერთდროული გამოყენებისას კონკო კორის მოქმედება სუსტდება.
– ნიფედიპინის ან დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს კონკორ კორის ჰიპოტენზიური მოქმედება.
– ვერაპამილის ან დილთიაზემის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტებთან ან სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია პაციენტი იმყოფებოედს ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რადგანაც შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მკვეთრი შემცირება, გულის რითმის სხვა დარღვევების და/ან გულის უკმარისობის განვითარება. ამიტომ კონკორ კორით მკურნალობის დროს არაა რეკომენდებული კალციუმის ანტაგონისტებისა და ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.
– კლონიდინით ერთდროული მკურნალობისას წამლის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე დღით ადრე პაციენტმა შეწყვიტა კონკორ კორის მიღება. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი გაზრდა.
– ერგოტამინის წარმოებულებისა (მაგალითად, შაკიკის საწინააღმდეგო ერგოტამინის შემცველი საშუალებები) და კონკორ კორის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
– კონკორ კორისა და რიფამპიცინის ერთდროული მიღებისას შესაძლოა უმნიშვნელოდ შემცირდეს ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი. დოზის გაზრდა, ჩვეულებრივ, საჭირო არაა.
– კონკორ კორის ინსულინთან ან სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელთა მოქმედება. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (კერძოდ, გახშირებული პულსი) შეიძლება შეინიღბოს ან შემსუბუქდეს. ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ სისხლში შაქრის დონის მუდმივი კონტროლს.
– რადგანაც ნარკოზის გამო შესაძლებელია გულის ფუნქციური მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ ქირურგიული ჩარევის წინ ექიმი-ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იქნას, პაციენტის კონკორ კორით მკურნალობის შესახებ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: MERCK KGaA for NYCOMED, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook