კოჟრის საწინააღმდეგო მალამო – CORN OINMENT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატი კერატოლიზური მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: პლასტიკურ კოლოფში 10 გ
10 გ
სალცილის მჟავა…………………..     5 გ
ძიძოს თვითწებადი სალბუნი………. 5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გარეგანი მოხმარების პრეპარატს გააჩნია კერატოლიზური და კერატოპლასტიური მოქმედება.
მცენარე ძიძოს შემცველი დასაკრავი ლენტის წყალობით, რომელიც შეიცავს კუმარინს, გააჩნია დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას – კანის გარქოვანებული ფენის მოცილების უნარი.

ჩვენებები: კოჟრები და დაკოჟრვა.

მიღების წესი და დოზირება:
უნდა დაიორთქლოს ტერფები და საგულდაგულოდ გამშრალდეს. კოჟრზე იდება მალამოს თხელი ფენა, რომელზეც დაეკვრება ლენტი. უნდა განმეორდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი მოცილებულ იქნას კოჟრი.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში, შემავალი კომპონენტების მიმართ.
* კანის მწვავე ანთებითი დაავადებები.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: P.P.E. “GEMI”, პოლონეთი

Share this...Share on Facebook
Facebook