კორდიცეფსი / Cordyceps

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა
კორდიცეფსის ფხვნილი 90მგ, სოიოს ზეთი 340მგ, ფოსფოლიპიდები 35მგ, ცვილი 35მგ.
აქტიური კომპონენტები
კორდიცეპინი, კორდიცეპსის მჟავა, მიკრო და მაკრო ელემენტები, მათ შორის სელენი და თუთია, ფერმენტები, მათ შორის კოენზიმ Q (უბიქინონი), პროტეინები, შეუცვლელი ამინომჟავები: ადენინი, ლიზინი, გლუტამინის მჟავა, პროლინი და ტრეონინი, მონო და პოლიპეპტიდები, პოლისაქარიდები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები (ლინოლის მჟავა), სტეროლები, ნუკლეოზიდები, გლიკოზიდები, ბეტა კაროტინი, ვიტამინები: B1, B2, B12 და K, E და С.
აღწერილობა
ოვალური ფორმის, ყავისფერი, რბილი კაფსულა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, გააჩნია ანტიპირეტული მოქმედება, არეგულირებს სისხლში თრომბოციტების რაოდენობას, გამოიყენება იმუნოპათოლოგიური თრომბოციტოპენიური (ვერლჰოფის დაავადება) დროს, ამცირებს ალკოჰოლ და ოპიუმდამოკიდებულებას. იცავს ორგანიზმს სტრესისის მავნე მოქმედებისგან. კორდიცეფში შემავალი პროტეინები აძლიერებს ენერგეტიკულ ცვლას ორგანიზმში და წარმოადგენს ძლიერ მატონიზირებელ საშუალებას, სპორტსმენებში აძლიერებს სისწრაფისა და სიძლიერის მახასიათებლებს. ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს სპორტული ტრავმების დროს, ამცირებს სტრესს შეჯიბრებების დროს. წარმოადგენს ბუნებრივ აფროდიზიაკს, ააქტიურებს სპერმატოგენეზს, აუმჯობესებს მამაკაცის სექსუალურ ფუნქციას.
ჩვენება
• ცხელებით მიმდინარე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, ვირუსული დაავადებები (გრიპი, ადენოვირუსი, ჰერპესი, აივ-ინფექცია);
•  სასუნთქი სისტემის დაავადებები: ბრონქიტი, პნევმონია, ტრაქეიტი;
• ფილტვის ემფიზემა, ტუბერკულოზი;
• შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები: პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, ცისტიტი;
•  სექსუალური ლტოლვის შესუსტება;
•  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სტენოკარდია, კორონაროსკლეროზი) პროფილაქტიკა;
• ღვიძლის დაავადებები (ჰეპატიტები, ციროზის პროფილაქტიკა),
• ათეროსკლეროზული დაავადება, დაქვეითებული იმუნიტეტი.
მიღების წესი და დოზირება
6-12 წელი: 1 კაფსულა ერთხელ დღეში
მოზრდილები: 1-2 კაფსულა 2 ჯერ დღეში 5-6 კვირა (40 დღე).
მიიღება კვებიდან 2 საათის შემდეგ დიდი ოდენობის წყლის მიყოლებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რადგან კორდიცეფსი აძლიერებს იმუნურ სისტემას, შეიძლება შეამციროს იმ მედიკამენტების ეფექტურობა, რომლებიც აქვეითებენ ან/და თრგუნავენ იმუნურ სისტემას.  ამიტომ, ხიტოზანის იმუნოსუპრესანტებთან ერთდროლად დანიშნვამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამ უკანასკნელების მოქმედების ეფექტის შემცირება.
ჭარბი დოზირება
არ არის აღწერილი ჭარბი დოზირების შემთხვევები. უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები
კორდიცეფსმა შეიძლება შეამციროს სისხლის შედედების უნარი. ქირურგიული ოპერაციის დროს სისხლდენის რისკის თავიდან ასაცილებლად, უნდა შეწყდეს კორდიცეფსით მკურნალობა ოპერაციამდე ორი კვირით ადრე.
უკუჩვენება
აუტო-იმუნური დაავადებები (ერითრომატოზული სისტემური მგლურა, რევმატოიდული არტრიტი), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდირებული ორსულებში და მეძუძურებში, აუტოიმუნური დაავადებებისა და ჰიპოპროთრომბინემიის დროს. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება, სასურველია მცენარეული დიეტა.
შენახვის პირობები
გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25°C- მდე ტემპერატურის პირობებში.

ვარგისანობის ვადა
3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!
გამოშვების ფორმა: 500მგ კაფსულა №100
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ჰერბალ პრეპარატი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook