კორიპრენი / CORIPREN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება): ლერკანიდიპინი, ენალაპრილი /lercanidipine, enalapril

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის არხების ბლოკატორები
შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: 28ც
1 ტაბ.
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი………………….10 მგ
ენალაპრილის მალეატი…………………………………….10 მგ
1 ტაბ.
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი………………….10 მგ
ენალაპრილის მალეატი…………………………………….20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოვიდონი-K30, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, რკინის ყვითელი ოქსიდის საღებავი, ქინოლინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი დიჰიდროპირიდინის რიგის წარმოებული, ახდენს კალციუმის ტრანსმემბრანული ნაკადის ინჰიბირებას გულის უჯრედებსა და სისხლძარღვთა გლუვი კუნთების უჯრედებში. ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმს განაპირობებს სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებზე პირდაპირი რელაქსაციური ზემოქმედება. გააჩნია პროლონგირებული ანტიჰიპერტენზიული ზემოქმედების უნარი. სისხლძარღვების გლუვი კუნთებისადმი მაღალი სელექტიურობის წყალობით უარყოფითი ინოტროპულ ზემოქმედებას ადგილი არა აქვს.
ფარმაკოკინეტიკა
ლერკანიდიპინი პერორალური მიღების შემდეგ მთლიანად შეიწოვება. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1.5-3 საათის შემდეგ და შეადგენს 3.3 ნგ/მლ და 7.66 ნგ/მლ შესაბამისად 10 და 20 მგ-ის მიღების შემდგომ. სისხლის პლაზმიდან ქსოვილებისა და ორგანოებში გადანაწილება სწრაფად ხდება. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი 98%-ს აღემატება. პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით პლაზაში ცილების შემცველობა შემცირებულია, ამიტომ ლერკანიდიპინის თავსუფალი ფრაქცია შესაძლებელია გაზრდილი იქნეს. ელიმინაცია ხდება ბიოტრანსფორმაციის გზით (მეტაბოლიზდება შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 8-10 საათს. თერაპიული ზემოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს. განმეორებითი მიღებისას კომულაცია არ შეინიშნება.
ჩვენებები
საშუალო და ზომიერი სიმძიმის ესენციალური ჰიპერტენზია.

ესენციალური ჰიპერტენზიის მკურნალობის შემთხვევაში, როდესაც არ ხერხდება არტერიული წნევის კორეგირება მხოლოდ ენარაპრილით, რომელიც ავადმყოფს ეძლევა დოზით 10-მგ.
შესაძლებელია მონო თერაპია ლერკანიდიპინი 20 მგ-ით და ფიქსირებული კომბინაციით კორიპრენი 10/10 ან 10/20.
არ ღირს პრეპარატის მიღება არტერიალური ჰიპერტენზიის საწყისი ეტაპის თერაპიისათვის.
მიღების
წესები და დოზები
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ არაუმცირეს 15 წუთით ადრე ჭამამდე, სასურველია დილით, დაუღეჭავად, წყლის საკმაო რაოდენობით მიყოლებით. არ შეიძლება პრეპარატის მიღება გრეიფრუტთან ერთად.
პაციენტები, რომელთა არტერიული წნევა არ ემორჩილება 10 მგ ლერკანიდიპინით ადექვატურ კორექციას, გადაყვანილნი უნდა იქნან ან 20 მგ დოზირებაზე, ან 2 კომპონენტის კომბინაციაზე, რომლებიც შედიან კორიპრენის 20 მგ-10 მგ შემადგენლობაში.
თვითეული ავადმყოფისათვის საჭიროა ინდივიდუალური დოზირების შერჩევა. შესაბამისი კლინიკური პირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გადართვა მონო თერაპიიდან პრეპარატების ფიქსირებულ კომბინაციაზე.
ხანდაზმულ პაციენტები: დოზა დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციის მდგომარეობაზე. ბავშვები და 18 წლის ასაკის მოზარდები: დღეისათვის არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით 18 წლის ასაკამდე ბავშვებსა და მოზარდებში, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
მოხმარება თირკმელების დარღვეული ფუნქციის პირობებში
კორიპრენი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (კრეატინინის კლირენსი წუთში 30 მლ-ზე ნაკლებია) და პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტების მკურნალობის დროს საწყის სტადიაში, რომლებსაც უვლინდებათ მსუბუქი და საშუალო ხარისხით გამოხატული ღვიძლის უკმარისობა.
გვერდითი
მოვლენები
კორიპრენს ჩვეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათია: ეფექტები დაკავშირებული პრეპარატის სისხლძარღვების გამაფართოებელ თვისებასთან-პერიფერიული შეშუპებები, ჰიპერემია სახის არეში, არტერიალური წნევის შემცირება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ასთენია, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა. ძალზე იშვიათია: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, დიარეა), ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზრდა (შექცევადი), პოლიურია, გამონაყარი კანზე, ძილიანობა, მიალგია, ღრძილების ჰიპერპლაზია.
ხშირი: ეფექტები, რომლებსაც ადგილი აქვთ 1/100-დან 1/10-მდე.
იშვიათი: ეფექტები, რომლებსაც ადგილი აქვთ 1/1000-დან 1/100-მდე.
იმუნური სისტემის დარღვევა: იშვიათი – მომატებული მგრძნობელობა.
ნერვული სისტემის დარღვევა: ხშირი – თავბრუსხვევა; იშვიათი – თავის ტკივილი.
შიდა ყურის და ლაბირინთის დაზიანება: ხშირი – ვერტიგო, მათ შორის სხეულის მდებარეობის შეცვლის დროს.
დარღვევები გულის მხრივ: იშვიათი – ტაქიკარდია.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი – სისხლ-ძარღვოვანი კოლაფსი*.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდია და შუასაყარის მხრივ: ხშირი – ხველება; იშვიათი – ყელის სიმშრალე*.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათი – მუცლის ზედა არეში ტკივილი*, გულისრევა.
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედების მხრივ: იშვიათი – დერმატიტი* ერითემა* ტუჩების შეშუპება* ჭინჭრის ციება.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და ცვლილება შემაერთებსლი ქსოვილის მხრივ: იშვიათი – ართრალგია.
ცვლილებები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის სხვა ორგანოების მხრივ: იშვიათი – პოლიურია* პოლაკიურია*.
ცვლილებები რეპროდუქციული სისტემებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იშვიათი – ერექციული* დისფუნქცია.
საერთო: იშვიათი – დაღლილობა.
მდგომარეობის ცვლილება: იშვიათი – ასთენია.

ლაბორატორიული ცვლილებები: იშვიათი – ჰემოგლობინის შემცირება.
*- ცვლილება შეიმჩნეოდა მხოლოდ 1 პაციენტში.
უკუჩვენება
– ლერკანიდიპინისადმი, ენალაპრილისადმი, დიჰიდროპირიდინული რიგის სხვა წარმოებულებისადმი, ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ კომპონეტისადმი, ამფ ინჰიბრიტორებისადმი და კალციუმის არხების დიჰიდროპირიდინული ბლოკატორებისადმი და მოცემულ სამკურნალო საშუალებაში შემავალი სხვა კომპონენტისადმი ზემგრძნობელობა;
– ფეხმძიმობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიწოდების დარღვევისას, აორტის შესართავის სტენოზის ჩათვლით;
– გულის არაკორეგირებადი უკმარისობა;
– არასტაბილური სტენოკარდიის დროს;
– გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში;
– თირკმლების, უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი წუთში 30 მლ-ზე ნაკლებია) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით;
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს;
– CP3A4 ძლიერი ინჰიბრიტორების, ციკლოსპორინების, გრეიფრუტის წვენის მიღებისას – ანამზებში შეშუპების ეპიზოდების არსებობისას ამფ გამოწვეული ინჰიბიტორების მიღების დროს;
– ანამნეზში შეშუპების ეპიზოდების არსებობისას (იდიოპათიური, მემკვიდრეობით);
– ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი:შვილის გაჩენი უნარის მქონე ქალები, რომლებიც არ სარგებლობენ საიმედო კონტრაცეპტივებით;
– 18 წლამდე ასაკი(ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი);
– ლაქტოზის აუტანლობის მემკვიდრეობითი სინდრომი, მალაბსორბციის სინდრომი.
სიფრთხილით:
ენალაპრინით ჰიპერტონიის მკურნალობის დროს საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ავადმყოფებს:
– გამოხატული ჰიპოტონიით, 90 მმ ვწყ.სვ ნაკლები სისტოლური წნევით;
– დეკომპენსირებული გულით.

ალკოჰოლი: საჭიროა მოვერიდიოთ მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც ის იწვევს ვაზოდილატატორების ეფექტის პოტენცირებას.
ორსულობა
და
ლაქტაცია
არ მიიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. ამფ ინჰიბიტორების (ენალაპრილის) გამოყენება რეკომენდირებული არ არის ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. ამფ ინჰიბიტორების (ენალაპრილი) მიღება უკუნაჩვენებია მეორე და მესამე ტრიმესტრში.
ეპიდემიოლოგიური კვლევებით არ არის დამტკიცებული ტერატოგენული ეფექტის რისკი ამფ ინჰიბიტორების მიღებისას პირველ ტრიმესტრში, თუმცა ამგვარი რისკის მინიმალური შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. პაციენტი ქალბატონები, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ამფ ინჰიბიტორებით, ორსულობის დაგეგმვისას უნდა გადავიდნენ ჰიპოტენზიური მკურნალობის ალტერნატიულ სქემაზე, რომელსაც ექნება უსაფრთხოების მაღალი პროფილი. დაფეხმძიმების შემთხვევაში ამფ ინჰიბიტორებით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეიცვალოს უსაფრთხო პრეპარატებით.
ცნობილია, რომ მეორე და მესამე სემესტრში ამფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გამოვლინონ ფეტოტოქსიკური თვისებები (თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დაქვეითება, სიმშრალე, თავის ქალის ძვლების ოსიფიკაციის შეფერხება) და ტოქსიკური ზეგავლენა იქონიონ ახალშობილზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპორტენზია, ჰიპერკალიემია) თუკი ამფ ინჰიბიტორების მიღება დაწყებული ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრში, აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა თირკმლების ფუნქციის შესამოწმებლად და თავის ქალის მდგომარეობის დასადგენად. ჩვილები, რომელთა დედებიც იღებდნენ ამფ ინჰიბიტორებს, გულდასმით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი იმასთან დაკავშირებით, უვლინდებათ თუ არა მათ ჰიპოტენზია ენალაპრილი კარგად აღწევს პლაცენტაში, თუმცა წარმატებით შეიძლება მისი ნაყოფის სისხლ-ძარღვებიდან გამოდევნა პერიტონეალური დიალიზის გზით. თეორიულად მისი ელიმინირება შესაძლებელია სისხლის გაცვლითი გადასხმით.
ლერკანიდიპინი: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს ლერკანიდიპინის ტერატოგენული ეფექტები, თუმცა ამგვარი რამ შეინიშნებოდა სხვა დიჰიდროპირიდინების მიღების დროს. ფეხმძიმეებში ლერკანიდიპინის გამოყენების დროს სხვა მონაცემები არ არსებობს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის პერიოდში.
ენალაპრინისა და ლერკანიდიპინის კომბინაცია: ზანიპრესის მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდირებული არ არის, ხოლო დაწყებული მეორე ტრიმესტრიდან უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია: ენალაპრინი და ენალაპრინატი დედის რძეში აღწევენ. დედის რძესთან ლერკანიდიპინის ექსკრეციის შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ზანიპრესის მიღება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის.
ფერტილობა: არსებობს შეტყობინება სპერმატოზოიდების თაგვებში შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია დაარღვიონ მათი განაყოფიერების უნარიანობა კალციუმის არხების ბლოკატორების გამო. აშკარა მიზეზების გარეშე, ეკოსტრაკოპორალური განაყოფიერების უშედეგო შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კალციუმის არხების ბლოკატორების აღწერილი ეფექტი.
განსაკუთრებული მითითებები
სიმპტომატური ჰიპოტონია იშვიათად აღენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც ჰიპერტონული დაავადება არა აქვთ გართულებული. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ჰიპერტონული დაავადება და იღებენ ენალაპრილს, სიმპტომატური ჰიპოტონია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებასთან, რასაც განაპირობებს დიურეზული პრეპარატების მიღება, მარილის მიღების შეზღუდვა, დიალიზი, დიარეა ან პირღებინება. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ გულის უკმარისობა ან თირკმლების ფუნქციის უკმარისობა, ასევე შეინიშნება ჰიპოტონია, იგი უფრო ხშირად აღინიშნება პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით, რაც უკავშირდება დიდი დოზებით დიურეზულების მიღებას, ჰიპონატრიემიას ან თირკმელების ფუნქციის დარღვევას. ასეთ პაციენტებში თერაპიის დაწყება შეიძლება მხოლოდ გაძლიერებული სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ენალაპრილის და დიურეზულების დოზირება გულდასმით იქნა შერჩეული. მსგავსი ცვლილებები შესაძლებელია აღინიშნებოდეს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, ან პაციენტებში ცერებროვასკულური დარღვევებით, რომლებშიც არტერიული წნევის მკვეთრად გამოხატულმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდის ინფარქტი ან ცერებროვასკულარული ინსულტი. ჰიპოტონიის შემთხვევაში პაციენტი უნდა დავაწვინოთ გულაღმა და აუცილებლობის შემთხვევაში ინტრავენულად შევუყვანოთ ნატრიუმის იზოტონური ხსნარი. ტრანზიტული ჰიპოტონია არ წარმოადგენს უკუჩვენებას მკურნალობის გასაგრძელებლად, რადგანაც ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსების შემდეგ შესაძლებელია ადეკვატური საპასუხო რეაქცია პრეპარატის მიღებაზე. პაციენტებში გულის უკმარისობით და ნორმალური ან დაბალი არტერიალური წნევით, ენალაპრილმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის კიდევ უფრო გამოხატული დაქვეითება. ეს მოსალოდნელი ეფექტია და ჩვეულებრივ მას თან არ ახლავს მკურნალობის შეწყვეტა. თუ კი ჰიპონტეზია ნარჩუნდება, აუცილებელია ან ენალაპრილის დოზის შემცირება, ან ორიდან ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შეწყვეტა (ენალაპრილის ან დიურეზულის).
პაციენტები სინუსური კვანძის რითმის დარღვევით: განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი პაციენტებში სინუსური რითმის დარღვევით (კარდიოსტიმულატორის გარეშე).
მარცხენა პარკუჭის უკმარისობა და გული იშემიური დაავადება: მიუხედავად იმისა რომ ჰემოდინამიკის კონტროლირებადმა კვლევებმა არ გამოავლინეს დარღვევები მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნების მქონე პაციენტების მკურნალობა კალციუმის არხების ბლოკატორებით, უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. არსებობს ასევე მოსაზრება იმის შესახებ, რომ გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ხანმოკლე მოქმედების დიჰიდროპირიდინებს, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს კარდიოვასკულური სისტემის დაავადების მხრივ და თუმცა ლერკანიდიპინი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების დიჰიდროპირიდინს, ამ პაციენტებში იგი გამოყენებულ უნდა იქნას სიფრთხილით. იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთმა დიჰიდროპირიდინმა შეიძლება გამოიწვიოს მკერდის არეში ტკივილი და სტენოკარდია. ძალზე იშვიათ შემთხვევაში სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნება ტკივილის, მისი სიხშირისა და ხანგრძლივობის ზრდა. აღინიშნა მიოკარდის ინფარქტის ცალკეული შემთხვევები.
მიღება თირკმლის უკმარისობის დროს: განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აწუხებთ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის თირკმლების უკმარისობა, როდესაც ისინი იწყებენ ენალაპრინით მკურნალობას. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს სისხის შრატში კალიუმის შემცველობისა და კრეატინინის დონის მონიტორირება. თირკმლების უკმარისობის ყველა შემთხვევა, რომელიც ვითარდება ენალაპრინის მიღების დროს, აღენიშნათ პაციენტებს გულის მძიმე უკმარისობით ან თირკმლების ადრე გადატანილი დაავადებებით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით. თირკმლების უკმარისობის დროული გამოვლინება და ადეკვატური მკურნალობა თირკმლის უკმარისობის ნიშნები, რომლებიც გამოვლინდებიან ენალაპრილის მიღების დროს, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა.
ზოგიერთ პაციენტებში, რომლებსაც არ აწუხებთ თირკმლების დაავადებები, ენალაპრილისა და დიურეზულების კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შარდოვანასა და კრატინინის შემცველობის ზრდა. ამ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ენალაპრილის დოზის შემცირება ან დიურეზულების მიღების შემცირება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გავითვალისწინოთ, თირკმლის არტერიის სტენოზის განვითარების შესაძლებლობა (იხ. განყოფილება 4.4. “რენოვასკულარული ჰიპერტონია).
რენოვასკულარული ჰიპერტონია: თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით, ან ცალი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზით დაავადებული პაციენტები რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ამფ ინჰიბიტორების ზემოქმედებით გამოწვეული ჰიპოტენზიის ან თირკმლების უკმარისობის გამო. ამგვარი პაციენტების მკურნალობის დაწყება აუცილებელია სამედიცინო კონტროლის პირობებში, მცირე დოზებით და დოზების გულდასმით შერჩევით, მკურნალობის პროცესში პაციენტი უნდა იყოს მუდმივი მეთტვალყურეობის ქვეშ.
თირკმლის ტრანსპლანტაცია: ამჟამად არ არსებობს მონაცემები ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის გამოყენებაზე პაციენტებში, რომლებმაც ახლო წარსულში გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია. ამიტომ ასეთი ავადმყოფების კორიპრენით მკურნალობა რეკომენდირებული არ არის.
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა: ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შესაძლებელია პოტენცირდეს პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა.
იშვიათად, ამფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს აღინიშნება სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტატური სიყვითლით და მთავრდება ჰეპატოციტების ელვისებური ნეკროზით (ზოგჯერ ფატალურით). ამ სინდრომის წარმოშობის მექანიზმი გარკვეული არ არის. სიყვითლის წარმოშობისას და ღვიძლის ფერმენტების დონის მნიშვნელოვანი ზრდის დროს აუცილებელია დაუყონებლივ შეწყდეს ამფ ინჰიბრიტორების მიღება და ავადმყოფს დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი: არსებობს ინფორმაცია ნეიტროპენიის, აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიისა და ანემიის შესახებ, რომლებიც აღენიშნებოდათ პაციენტებს რომლებიც ამფ ინჰიბიტორებს იღებდნენ. ნეიტროპენია იშვიათად უვლინდებათ პაციენტებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით და თანმხლები რისკის ფაქტორების გარეშე. ენალაპრილი სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც უვლინდებათ კოლაგენოზები, რომლებიც ღებულობენ იმუნოდეპრესანტებს, ალოპურინოლს, პრორკაინამიდს, განსაკუთრებით კი თუ ამ ფაქტორებს თან ერთვის თირკმლების ფუნქციის უკმარისობა. ხშირად ამ პაციენტებს ძირითადი დაავადება ურთულდებათ ინფექციური დაავადებებით, რომლებიც ზიგჯერ არ ემორჩილებიან ანტიბიოტიკოთერაპიას. თუ ასეთ პაციენტებში გამოიყენება ენალაპირილი, აუცილებელია სისხლში ლეიკოციტების შემცველობის დონის მონიტორინგი, თავად პაციენტებმა უნდა შეატყობინონ ექიმს ყველა ამ შემთხვევის შესახებ, როდესაც მათ გამოუვლინდებათ ინფექციური დაავადება. ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამფ ინჰიბიტორებს, ენალაპრილის ჩათვლით, შესაძლებელია გამოვლინდეს ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც ჩაითრევს სახეს, ტუჩებს, ენას, ხახას ან ხორხს და კიდურებს. ეს შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. ამ შემთხვევაში ენალაპრილით მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ სტაციონარიდან გამოწერის დროს ყველა მსგავსი გამოვლინება ლიკვიდირებულია. იმ შემთხვევაში, როდესაც შეშუპება სახით და ტუჩებით იფარგლება, მკურნალობა ჩვეულებრივ საჭირო არ არის, თუმცა ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შესაძლოა შედეგი გამოიღონ.
ხორხის შეწყდეს ანგიონევროზულმა შეშუპებამ შესაძლებელია ფატალური შედეგი გამოიღოს. ენის ხახისა და ხორხის შეშუპება იწვევს რესპირატორული ტრაქტის ობსტრუქციას და ამგვარ სიტუაციაში საჭიროა ავადმყოფს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო დახმარება (კანქვეშ ადრენალინი გახსნილი 1:1000) და მიღებულ იქნას სხვა ზომები, რომლებიც აღადგენენ სუნთქვის ნორმალურ პროცესს.
ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალი სიხშირე, ამფ ინჰიბიტორების მიღებისას, აღენიშნებათ შავკანიან პაციენტებს, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც თეთრ რასას განეკუთვნებიან. პაციენტები, რომელთა ანამნეზში აღნიშნულია შეშუპების ეპიზოდები დაკავშირებული ამფ ინჰიბიტორების მიღებასთან, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს ამ ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობისას.
ანაფილაქტოიდური რეაქციები გამოწვეული მწერების შხამით.
დესენსიბილიზაციის თერაპიის პროცესში
იშვიათად თავს იჩენს სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები ერთდროულად ამფ ინჰიბიტორების მიღებასა და მწერების შხამით დესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარების დროს. მსგავს რეაქციებს შესაძლებელია თავი ავარიდოთ დესენსიბილიზირებელი თერაპიის ყოველი ეტაპის წინ ამფ ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტით.
დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მიერ ამფ ინჰიბიტორების მიღებას პირველ თვეებში, რომლებიც იმავდროულად ღებულობენ ანტიდიაბეტურ ორალურ პრეპარატებს ან ინსულინს, აუცილებელია გაეწიოს გულდასმითი მონიტორინგი სისხლში გლუკოზის შემცველობაზე.
ხველება
ზოგიერთ პაციენტებს, ამფ ინჰიბიტორების მიღებისას აღენიშნებოდათ ხველება. ჩვეულებრივ ეს ხველება არაპროდუქტიულია და პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე წყდება. თუმცა ამგვარი ხველების დაწყების შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იქნას დიფერენციული დიაგნოსტიკის დროს.
ოპერაციული ჩარევა და ანესთეზია
პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ოპერაციული ჩარევა და ანესთეზია პრეპარატების მიღებით, რომლებიც დაბლა სწევენ არტერიულ წნევას, ენალაპრილი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, რაც წარმოადგენენ რეაქციას რენინის კომპესატორულ გამომუშავებაზე. თუკი ჰიპოტენზია განპირობებულია ამ მექანიზმით იგი შესაძლებელია შეივსოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის ზრდით.
ჰიპერკალიემია
ზოგიერთ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ამფ ინჰიბიტორებს ენალაპრინის ჩათვლით, აღენიშნებოდა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა. ჰიპერკალიემიის წარმოშობის რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ: თირკმელების უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც თან ახლავს კალიუმის შემნახველი დიურეზულებით მკურნალობა, კალიუმის შემცველი კვებითი დანამატები და კალიუმის მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, ასევე ნებისმიერი მედიკამენტების მიღება, რომლებიც იწვევენ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ზრდას (მაგ. გ ჰეპარინი) თუ ზემოთხსენებული ნივთიერებებიდან პაციენტი, იღებს რომელიმე პრეპარატს ამფ ინჰიბიტორებთან ერთად, აუცილებელია სისხლში კალიუმის შემცველობის მუდმივი მონიტორინგი. სხვა მედიკამენტები, რომლებიც არაა რეკომენდირებული ერთდროულად მოხმარებისთვის არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ლათიუმის მარილებთან, კალიუმის დამზოგავ დიურეტიკებთან ერთად.
ეთნიკური თავისებურებანი
ისევე როგორც ყველა ამფ ინჰიბიტორები, ენალაპრინი ნაკლებად ეფექტური შავკანიან პაციენტებში, ვიდრე თეთრი რასის წარმომადგენლებში, შესაძლებელია იმის გამო რომ შავკანიან პაციენტებს რომლებსაც აწუხებთ ჰიპერტონია, რენინის შემცველობა სისხლში ჩვეულებრივ ნაკლები აქვთ ვიდრე თეთრკანიანებს.
ჭარბი
დოზირება
კორიპრენის დოზის გადამეტებასთან დაკავშირებული ცნობები არ გაგვაჩნია. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სიმპტომები მსგავსია სხვა დიჰიდროპირიდინების (პერიფერიული ვაზოდილატაცია არტერიული ჰიპერტენზიით და რეფლექსური ტაქიკარდიით, სტენოკარდიული შეტევების სიხშირის და ხანგრძლივობის ზრდა, მიოკარდის ინფარქტი).
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
კორიპრენის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შესაძლებელია პოტენცირდეს სხვა პრეპარატებთან, რომლებიც წნევას აქვეითებენ, ისეთებთან როგორიცაა დიურეზულები, ბეტა-ბლოკატორები, ალფა-ბლოკატორები.
გარდა ამისა ერთობლივი მიღებისას შესაძლებელია აღინიშნოს შემდეგი ეფექტები:
ენალაპრინის მალეატი
მრავალი პრეპარატი ხელს უწყობს ჰიპერკალიემის განვითარებას: კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგავი დიურეზულები, ამფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ჰეპარინი (დაბალმოლეკულური ან არაფრაქციონირებული), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ტრიმეტაბრინი, ჰიპერკალიემია შესაძლებელი დაკავშირებული იყოს მომატებული რისკის თანმდევ ფაქტორებთან. ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან კომბინაცია რისკს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
არარეკომენდებული შეთავსება
კალიუმის შემნახველი დიურეზულები და კალიუმის შემცველი დანამატები. ამფ ინჰიბიტორები ამცირებენ კალიუმის დანაკარგს, გამოწვეულს დიურეზულების მიღებით.
კალიუმის დამზოგავი დიურეზულები (სპირონოლაქტონი, ტრიამეტერენი, ამილორიდი), კალიუმის შემცველი კვებითი დანამატები და კალიუმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები იწვევენ სისხლში კალიუმის შემცველობის ზრდას. თუკი კალიუმის რომელიმე პრეპარატის მიღება საჭიროა აშკარად გამოხატული ჰიპოკალიემიის გამო, ეს უნდა მოხდეს სიფრთხილით. საჭიროა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის დონის მონიტორინგი.
ლითიუმი: სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდა და მისი ტოქსიკური ეფქტები გამოვლინდა ამფ ინჰიბიტორების და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღებისას.
ამფ ინჰიბიტორების და თიაზიდური დიურეზულების ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის შრატში ლითიუმის შემცველობის ზრდა და მისი ტოქსიკური ეფექტი.
ენალაპრილისა და ლითიუმის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული, მაგრამ თუ ასეთი კომბინირება აუცილებელია, იგი საჭიროა სისხლში ლითიუმის გამუდმებული კონტროლის ფონზე. ესტრამუსტინი: ერთდროული მიღებისას იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.
პრეპარატის კომბინაცია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვას დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: ჩატარებული ეპიდემილოგიური გამოკვლევების საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულმა მიღებამ (როგორც პეროლალური, ასევე ინსულინები) შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის გაძლიერებული შემცირება, ანუ გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია. უფრო სავარაუდოა მსგავსი ეფექტის გამოვლინება მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლების უკმარისობა.
დიურეზულები (მარყუჟოვანი და თიაზიდური): ადრე ჩატარებულმა მკურნალობამ დიურეზულების დიდი დოზებით შესაძლებელია გამოიწვიოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და ამგვარად გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი ენალაპრილით მკურნალობისას მიღების შეწყვეტით, ცილკულირებადი სისხლის მოცულობის რეგულაციით და მარილოვანი ხსნარების მიღებით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის დაწყება ენალაპრილის მცირე დოზით.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებანი (აასს) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლებელია შეამციროს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
გამოშვების ფორმა:
10მგ+10მგ და 10მგ+20მგ ტაბლეტი #28
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: RECORDATI, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook