კოფეინ-ბენზოატის ნატრიუმი – COFFEIN – BENZOATE SODIUM

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კოფეინი/CAFFEINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქომასტიმულირებელი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 20%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
კოფეინის-ნატრიუმის ბენზონატი………      200 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ძირითადად როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი.
ზრდის მოძრაობის აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს დაღლილობასა და ძილიანობას. პრეპარატის მოქმედება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უმაღლესი ნერვული საქმიანობის სახეობაზე.
ახასიათებს დოზადამოკიდებული ეფექტები. დიდი დოზებით კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული უჯრედების დაზიანება.
ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა. ჯანმრთელ ადამიანებში 0.1 გ კოფეინის შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.9-5.3 სთ.
ჩვენებები:
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების (შაკიკი), თავის ტკივილის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასთან). პრეპარატი ინიშნება ორგანიზმის რეზერვების მობილიზების საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური და ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძილიანობის აღმოსაფხვრელად. ბავშვებში ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ენურეზის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი ინიშნება შიგნით. პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა. მიიღება დღეში 2-3-ჯერ. ერთჯერადი დოზა მოზრდილებში ჩვეულებრივ შეადგენს 0.1-0.2 გ; 5-14 წლის ბავშვებში შინაგანად ინიშნება 0.025-0.1 გ 2-3-ჯერ დღეში. უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 0.5 გ, დღე-ღამის – 1.5 გ.
ჭარბი დოზირება: აღინიშნება აგზნებადობა, თავბრუსხვევა, გახშირებული სუნთქვა, ღებინება, კანკალი.
პრეპარატით მოწამვლის შემთხვევებში კუჭი ირეცხება აქტივირებული ნახშირის ნარევით.
უკუჩვენებები:
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი უკუნაჩვენებია აგზნებადობის, უძილობის, არტერიული წნევის გამოხატული მომატების, ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს, ხანდაზმულებში და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, გლაუკომის დროს.
სიფრთხილე გამოყენებისას:
ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლოა წარმოიქმნას ფსიქიკური დამოკიდებულება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან, ატროპინთან, ბრონქოლიზურებთან, ანალგეზურებთან, ბრომიდებთან. არ არის შეთავსებადი მაო-ს ინჰიბიტორებთან. წარმოადგენს ნარკოზის, საძილე და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების ანტაგონისტს.
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატის გამოყენებისას (განსაკუთრებით ხანგრძლივი) შესაძლოა განვითარდეს უძილობა, შფოთვა, ღებინება, გულისრევა, გულისცემა.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები: რეცეპტით.
მწარმოებელი: BIOPHARM

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook