კრილის ზეთი / Krill Oil

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
რეკომენდებულია:
ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, ვინც ზრუნავს ორგანიზმში ესენციური ცხიმოვანი მჟავეების დონის შენარჩუნებაზე, რაც აუცილებელია გულის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის.
– არ შეიცავს შაქარს
– არ გააჩნია თევზის გემო ან სუნი და არ იწვევს რეფლუქსს

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება ორი კაფსულა შეიცავს
კრილის ზეთი 1000 მგ
უზრუნველყოფს:  
ზღვის ფოსფოლიპიდები 400 მგ
სულ ომეგა-3 220 მგ
EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) 120 მგ
ომეგა-9 80 მგ
DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) 55 მგ
ასტაქსანტინი 80 მკგ
არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს ან კონსერვანტებს, წებოვანას (გლუტენს), მარილს ან საფუარს

მგ=მილიგრამი, მკგ=მიკროგრამი.

გამოყენების
წესი:
ერთი ან ორი კაფსულა დღეში ძირითადი კვების დროს წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად. არ უნდა დაიღეჭოს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

გაფრთხილება:

ალერგიის დროს გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი შეიცავს კიბოსნაირებს.
პერორალური ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებლების) მიღების შემთხვევაში, პროდუქტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის
წესი:
შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. დაიცავით მზის სხივებისგან და სითბოს პირდაპირი ზემოქმედებისგან.
გამოშვების ფორმა:
კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vitabiotics, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook