კრილომი – KRILOM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug;

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა:
სიროფი მანგოს არომატით 150 მლ საკვები დანამატი შე მადგე ნლობა სიროფის ყოველი 10 მლ. შეიცავს: თევზის ქონი – 2350 მგ., EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 376 მგ., DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა) – 235 მგ., საერთო ომეგა-3 – 705 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ქსილიტი, გლიცერინი, ვიტამინი E, ლიმონის კანის ზეთი, ლიმონმჟავა, მანგოს არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტანის გუმფისი, გუარის გუმფისი, ატმის არომატიზატორი, სუკრალოზა ფარმაკოლოგიური თვისებები თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას.
EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარჩუნებას.
აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კრილომი მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია უჯრედის მემბრანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მხედველობის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის; ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს შორის ბალანსის შენარჩუნებას. ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.
კრილომი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. კრილომი უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. კრილომი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციური დაავადებებისადმი
ჩვენებები:
*ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა
*ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია
*დისლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
*გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
*მეხსიერების დაქვეითება, დემენცია
*ემოციური ლაბილობა, დეპრესია
*თვალის დაავადებები
*რევმატოლოგიური დაავადებები
*ორსულობა (ორსულის დაავადებები, ნაყოფის ჰიპოტროფია)
*ტუბერკულოზი და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები
*რაქიტი
*მოტეხილობები, ოსტეოპოროზი.
დოზირება და მიღების წესი:
0-12 თვე: 2,5 მლ. 1_ჯერ დღეში;
1-7 წელი: 5 მლ. 1_ჯერ დღეში;
7-12 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში;
12 წელი და ზემოთ: 10 მლ. 1-2_ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. შე ნახვის წე სი პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. აფთიაქიდან გაცე მის წე სი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.
მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook