კრომოგენი – CROMOGEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კრომოგლიცინის მჟავა/
CROMOGLICIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიალერგიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აეროზოლი ინჰალაციისათვის: ალუმინის ბალონში 200 დოზა
1 დოზა
კრომოგლიცინის მჟავა (დინატრიუმის მარილის სახით)………  1.0 მგ
აეროზოლი ინჰალაციისათვის: ალუმინის ბალონში 112 დოზა
კრომოგლიცინის მჟავა (დინატრუმის მარილის სახით)…………..   5.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტან ტრიოლიტი, დიქლორფლუორომეთანი, ტრიქლორფლუორომეთანი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კრომოგენი ხელს უწყობს სენსიბილიზირებული პოხიერი უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, თრგუნავს მათ დეგრანულაციას და ალერგიის და ანთების (ჰისტამინი, ბრადიკინი, პროსტალგანდინები) მედიატორების, ისევე როგორც სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას.
იგი ხელს უწყოს ბრონქული ასთმის შეტევებისა (არ ახდენს ბრონქოსპაზმის კუპრიებას) და სხვა დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების პროფილაქტკიას.
ინჰალაციის შედეგად აქტიური ნივთიერების 8% აღწევს სასუნთქი გზების ქვედა წილებში და მთლიანად ერთვება სისხლმიმოქცევაში.
კრომოგენი არ მეტაბოლიზირდება, თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებისა და ნაღვლის საშუალებით. მისი ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს არანაკლებ 2 სთ-ს. აქტიური ნივთიერების ნაწილი (2%) აბსორბციის გარეშე გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
ჩვენებები:
ბრონქული ასთმა (ატოპიური ფორმა, ასთმური ტრიადა), მოზრდილებში და ბავშვებში მიმდინარე ალერგიით, ფიზიკური გადაღლილობით, ცივი ჰაერის ზემოქმედებით, ცხოველებთან კონტაქტის შედეგად, ქიმიური და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქული ასთმა;
ქრონიკული ბრონქიტი ბრონქოობსტრუქციული სინდრომით;
ალერგიული გენეზის რინიტის პროფილაქტიკა;
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, პროქტიტის და პროქტოკოლიტის სამკურნალოდ (კომბინირებულ თერაპიაში)
შედარებით ეფექტურია პრეპარატის გამოყენება პროფილაქტური მიზნით ახალგაზრდა პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება:
საწყისი დოზა მოზრდილებისათვის, ხანდაზმული ასაკისა და ბავშვებისათვის 5 წლის ასაკის ზემოთ შეადგენს 2 ინჰალაციას 4-ჯერ დღეში. თერაპიული ეფექტის მიღწევისას შესაძლებელია ეფექტის შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა – 1 ინჰალაცია 4-ჯერ დღეში.
დაავადების გამწვავების პერიოდში, შესაძლებელია დოზის გადიდება – 2 ინჰალაცია 6-8 ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
სუნთქვის სისტემის მხრივ: შესაძლებელია ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, პირის სიმშრალე, ხმის ჩახლეჩა, ხველა.
იშვიათ შემთხვევებში კრომოგენის ფხვნილის გამოყენებისას აღინიშნება ძლიერი ბრონქოსპაზმი.
ჩატარებული მკურნალობის შემდგომ შესაძლებელია: ასთმის სიმპტომების გამწვავება, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ფილტვების ეოზინოფილური ინფილტრატი;
იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ორსულობა;
* სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენებისათვის ლაქტაციის პერიოდში;
* ბავშვებში 5 წლამდე.
განსაკუთრებული მითითებები:
* სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმელების დაავადების დროს.
* გლუკოკორტიკოსტეროიდებთან მისი კომბინირება იძლევა გლუკოკორტიკოიდების დოზების შემცირების საშუალებას.
* არ არის მიზანშეწონილი კრომოგენის საინჰალაციო ხსნარებთან ერთად ბრომჰექსინის და ამბროქსილის გამოყენება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ბალონი დაცული უნდა იყოს გაცხელებისა და გაყინვისაგან.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: GALENA, ჩეხეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook