კუზიკრომი – CUZICROM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კრომოგლიცის მჟავა/ Cromoglicic acid
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური ანტიალერგიული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
4%- იანი სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი.
პრეპარატის ყოველი მილილიტრი შეიცავს 40 მგ. ნატრიუმის ქრომოგლიკატს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, დინატრიუმის ედეტატი და გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისება:
ნატრიუმის ქრომოგლიკატი მემბრანის სტაბილაზაციის გზით თრგუნავს უჯრედოვანი პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას, რის გამოც ამცირებს ჰისტამინის და ანთების სხვა მედიატორების გამოყოფას. თერაპიული ეფექტურობა ყველაზე მეტად აღინიშნება პრეპარატის პროფილაქტიკური გამოყენების დროს. კუზიკრომის გამოყენება ამცირებს სტეროიდული პრეპარატების გამოყენებას ალერგიული კონიუნქტივების დროს.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ალერგიული მოვლენების დასაქვეითებლად.

გაზაფხულის კონიუნქტივიტის, კერეტოკონიუნქტივიტის, ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტის დროს ასევე ალერგიული მოვლენების დასათრგუნად, რომლებიც ვითარდება კონტაქტური ლინზების ტარების შედეგად.
წინააღმდეგჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მონაცემები პრეპარატის გამოყენებისა ორსულობის, ლაქტაციის დროს და ბავშვებში:
უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე და მეძუძურ დედებში არ აღინიშნება, მაგრამ ამავე დროს პრეპარატი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში ოთხ წლამდე.

გაფრთხილება
: არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება პრეპარატის გამოყენების დროს.
დოზირება და მიღების წესი:
1-2 წვეთის ინსტილაცია თვალში 2-6- ჯერ დღეში.
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია 7-10 დღით ადრე სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის განვითარებამდე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 7-10 დღის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს თვალების წვა და გაღიზიანება.
გამოშვების ფორმა: 10 მლ – იანი პლასტიკური ჭურჭელი.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ბავშვებისაგან მოშორებით, არგამოიყენოთ ვადაგასული პრეპარატი.
შენახვის ვადა: 36 თვე
აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი კომპანია: ალკონ კუზ (ბარსელონა, ესპანეთი)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook