კუპრუკელ D3 (ნატუროპათი) / Cuprukehl D3 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Cuprum gluconicum D3-ის 0,08 მლ ხსნარს, 5ა HABის მიხედვით, ნარევში 15%-იანი ეთანოლის 0,92 მლ-ის, HAB-ის 16 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
– კუჭის, ნაწლავის და თირკმლების ანთებითი პროცესები
– ოპერაციისწინა და ოპერაციის შემდგომი პერიოდი

თვისებები
სპილენძი ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი მიკროელემენტია. ნივთიერებათა ცვლაში ის საჭიროა სხვადასხვა ცილის და ჟანგვითი ფერმენტების ფუნქციონირებისათვის. შეუცვლელია
ჰემოგლობინის წარმოქმნის პროცესში, ნერვების ფუნქციონირებისათვის, ძვლის ქსოვილის წარმოქმნის დროს. გარდა
ამისა, სპილენძი ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციის მიხედვით, სპილენძზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნა 2-3 მგ-ია. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გამოკვლეულ პირთა მხოლოდ 25%
იღებს საკვებთან ერთად მიკროელემენტების რეკომენდირებულ რაოდენობას. ამის მიზეზია საკვების მომზადების წესი, პირველ რიგში საკვების ზედმეტი ხარშვა, ამ დროს მიკროელემენტების დიდი ნაწილი, მათ შორის სპილენძიც იკარგება. კლინიკური მდგომარეობები, როდესაც შესაძლებელია ორგანიზმში სპილენძის ნაკლებობა განვითარდეს: ნაადრევი მშობიარობა, სრული პარენტერული კვება, ბავშვებში არასრულფასოვანი კვება. სპილენძის
უკმარისობა გრანულოციტებში, ფაგოციტოზის შესაძლებლობას და იმუნოგლობულინების წარმოქმნას აქვეითებს.

მიღების წესი
და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ ან ერთ საათში, ქრონიკულად მიმდინარე ფორმების დროს მიიღება 5-10 წვეთი 1-3-ჯერ დღეში
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითებები
ეს პრეპარატი შეიცავს 20 მოც. % სპირტს (ეთანოლს)
გამოშვების ფორმა:
წვეთები 30 მლ და 100 მლ
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია:
SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook