კუტის კომპოზიტუმ ნ – CUTIS COMPOSITUM N

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური

გუფი: ქსოვილების მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.
100 მლ

Cutis suis D8      ……………………………………. 1მლ.
Hepar suis D10         ……………………………….. 1მლ.
Splen suis D10          ………………………………. 1მლ.
Placenta suis D10      ………………………………. 1მლ.
Glandula suprarenalis suis D10    ………………………. 1მლ.
Funiculus umbilicalis suis D10    ………………………. 1მლ.
Thuja occidentalis D8     ……………………………… 1მლ.
Galium aparine D6    ………………………………….. 1მლ.
Selenium D10   …………………………………………. 1მლ.
Thallium sulfuricum D13    ………………………. 1მლ.
Ignatia D6         ………………………………………… 1მლ.
Sulfur D10     ……………………………………………… 1მლ.
Cortisonum aceticum D28     ………………………. 1მლ.
Urtica urens D4      ………………………………………. 1მლ.
Acidum phosphoricum D6  ……………………………. 1მლ.
Calcium fluoratum D13  ………………………………… 1მლ.
Mercurius solubilis Hahnemanni D13 ……………… 1მლ.
Aesculus hippocastanum D6   ………………………. 1მლ.
Ichthyolum D28      ……………………………………… 1მლ.
Sanguinarinum nitricum D6  ………………………. 1მლ.
Ledum palustre D4  ……………………………………… 1მლ.
Arctium lappa D6  ……………………………………………. 1მლ.
Acidum formicicum D198  ………………………………. 1მლ.
Pyrogenium-Nosode D198  …………………………….. 1მლ.
Acidum alpha-ketoglutaricum D10 ………………………. 1მლ.
Acidum fumaricum D10 …………………………………. 1მლ.
Natrium diethyloxalaceticum D10 ………………………. 1მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
იმუნური სისტემის მოდულირება და კანის ბუნებრივი ფუნქციების გააქტივება ისეთი დაავადებებისას, როგორიცა: დერმატიტები, დერმატოზები, ეგზემა, სკლეროდერმია, ვულგარული აკნე, ერითემები, დერმატომიკოზები, კონდილომები, კონტაგიოზური იმპეტიგო, ნეიროდერმიტი, ორგანიზმის შესაძლო ტოქსიკური დაზიანება კოსმეტიკური პრეპარატების გამოყენების გამო, თითთაშუა მიკოზები;
ნაწოლები დულპუიტენის კონტრაქტურები, თმის ცვენა, კვინკეს შეშუპება, ელეფანტიაზი.
მიღების წესი და დოზირება:
მწვავე შემთხვევაში 1 ამპულა ყოველდღიურად;
ჩვეულებრივ შემთხვევაში კი – ერთი ამპულა 1-3-ჯერ პარენტერალურად.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გაძლიერებული ნერწყვდენა.
უკუჩვენებები:
ალერგია იხტიოლზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook