ლაიმი / LIME

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ჩვენებები
წონაში დასაკლები და წონის შესანარჩუნებელი საშუალება
მადის  დასაქვეითებელი საშუალება
შემადგენლობა
ლიმონის კანის (ცედრა) ეთერზეთი (Citrus Aurantifolia)
ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმი
ლიმონის ცედრა არის ვიტამინები წყარო (A, C, P) მასში აგრეთვე შედის ეთერზეთები, პექტინის მჟავა, კალიუმი და ფოსფორი. ლიმონის ცედრა ასევე ცნობილია იმით, რომ მას აქვს ანტიბაქტერიალური და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებები. მისი დახმარებით ორგანიზმი ებრძვის ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიების გავრცელებას პირის ღრუში. გამოდის, რომ ცედრა არამარტო სპობს ბაქტერიებს, არამედ სუნთქვსაც სასიამოვნოს ხდის. ლიმონის ცედრა ოქსიდატიური სტრესის წარმოქმნასაც აფერხებს მასში შემავალი ვიტამინ P-ს დახმარებით. გამოდევნის ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც ადამიანს არამარტო ასუსტებს, არამედ სპირტიან სამელებზე დამოკიდებულებასა და მადის მომატებაში უწყობს ხელს. ცედრა ზედმეტი წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ. მასში არსებობს ნივთიერება პეკტინი, რომელიც ფიგურის საუკეთესო მდგომარეობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
დოზირება
და
მიღების
წესი
ერთი რბილი კაფსულა სამჯერ დღეში სითხესთან ერთად, ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება
• ჰიპოტენზია
• ორსულობა
• ლაქტაცია
• 14 წლამდე ასაკი
გვერდითი
მოვლენები
შემოთავაზებული დოზების და მიღების წესის დაცვით გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება
სხვა
წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
მიღება
ორსულობის
და
ლაქტაციის
დროს
ორსულობის და ლაქტაციის დროს ლაიმის მიღება რეკომენდირებული არ არის
დამატებითი
შენიშვნები
• ისევე როგორც სხვა მედიკამენტები ლაიმის ორალური რბილი კაფსულები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

• წონაში დაკლებისთვის შემოთავაზებულია ლაიმის და კუმინის ორალური რბილი კაფსულების ერთდროული მიღება.
• ხილის, საკვები ბოჭკოების, ბოსტნეულის და მარცვლეულის მოხმარების გაზრდა, შაქრისა და ცხიმის მოხმარების შემცირება და ფიზიკური აქტიურობის გაზრდა (მინიმუმ 30წთ-ის განმავლობაში რეგულარული ზომიერი აქტიურობა კვირაში რამოდენიმე დღე) თამაშობს შესამჩნევ როლს წონის შემცირაბასა და შენარჩუნებაში.
• შეინახეთ სინათლისგან მიუწვდომელ ადგილას 15-30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
რბილი კაფსულა N60
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Barij, ირანი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook