ქლოფაზოლინი – CHLOPHAZOLIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კლონიდინი/CLONIDINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
კლონიდინის ჰიდროქლორიდი…… 0.15მგ
დამხმარე ნივთიერებები:
რძის შაქარი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, სილიციუმის ორჟანგი 200, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებით ქლოფაზოლინი აქვეითებს არტერიულ წნევას. იგი აძლიერებს ბარორეცეპტორების მგრძნობელობას, რის შემდეგადაც მატულობს ვაგუსის ტონუსი და მცირდება სიმპათიკუსის ტონუსი. ქვეითდება არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე და პერიფერიული სისხლძარღვების რეზისტენტობა.
ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად. დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად. მკურნალობის პროცესში აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი. საწყისი დოზა შეადგენს 0.075 მგ (ტაბლეტის (1/2) 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის თანდათანობითი მომატება 0.15-0.30 მგ-მდე (1-2 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში.
საჭიროა მოიძებნოს მინიმალური ეფექტური დოზა პრეპარატის არასასურველი რეაქციის თავიდან აცილების მიზნით.
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი რეაქციები:
გულსისხლძარვღთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის შენელება, წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა, პრეპარატის სწრაფად მოხსნის შემთხვევაში არტერიული წნევის მომატება.
ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული ნერვული აღგზნებადობა, თავის ტკივილი, უძილობა, მკურნალობის დასაწყისში – ძილიანობა, აპათია, დეპრესია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გაძნელებული ყლაპვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გაზრდა), სქესობრივი სისუსტე.
სხვა: წყლის შეკავება ყბისუკანა ჯირკვლის შეშუპება, ცრემლის და ცხვირის სეკრეტის სეკრეციის შემცირება.
უკუჩვენებები:
* II-III ხარისხის წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადა;
* თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები;
* მიოკარდიუმის ინფარქტი ან კორონარული უკმარისობა;
* თირკმლის ფუქციის მოშლა;
* ჰიპერმგრძნელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
* სინუსური კვანძის სისუსტე;
* პერიფერიული არტერიების მაობლიტერებელი დაავადებები (რეინოს სინდრომი).
ორსულობა და ლაქტაცია:
არ მოიპოვება საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის მიღება ფეხმძიმობის დროს მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსალოდნელი სარგებელი მეტია ნაყოფზე სავარაუდო ნეგატიურ გავლენაზე.
ლაქტაციის დროს, პრეპარატი საჭიროებისამებრ, დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ქლოფაზოლინი აღწევს დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ქლოფაზოლინი განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება:
თირკმლის უკმარისობის დროს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობით.
◄ გულის დაავადებების მქონე პაციენტებში, ქლოფაზოლინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მოშლა – არითმია ან ბრადიკარდია.
◄ პრეპარატის მიღების სწრაფმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროვეგეტატიური რეაქციები – მომატებული ნერვული აგზნებადობა, არტერიული წნევის მომატება (მოხსნის სინდრომი).
◄ ქლოფაზოლინით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია თავის შეკავება სპირტიანი სასმელების მიღებისგან.

გაფრთხილება: განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებსა და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პირებს, ვინაიდან პრეპარატი იწვევს ძილიანობასა და თავბრუსხვევას.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის შენელება, წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარებლობის მოშლა.
მკურნალობა მოიცავს წყალ-მარილოვანი ხსნარისა და სიმპტომატური საშუალებების გამოყენებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– სპირტიან სასმელებთან, ბარბიტურატებთან ან სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთდროული მიღების დროს, ქლოფაზოლინმა შეიძლება გააძლიეროს მათი დამთრგუნავი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
– პრეპარატის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან (ინდომეტაცინი, ფელორანი, პიროქსიკამი და სხვა) ან ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღების შემთხვევაში.
– ქლოფაზოლინის გამოყენებამ საგულე გლიკოზიდებთან ერთად შესაძლებელია გამოიწვიოს გულის რითმის შენელება და წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადა.
– ჰიპოტენზიური ეფექტის გასაძლიერებლად, შესაძლებელია ქლოფაზოლინის კომბინირება თიაზიდურ დიურეზულ და სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებებთან (კალციუმის ანტაგონისტები, დიჰიდრალაზინი, ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ენზიმის ინჰიბიტორები), რეკომენდებული არ არის პრეპარატის კომბინაცია ბეტა-მაბლოკირებელი საშუალების ჯგუფთან.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook