ლარიფანი ლარინგო – ალუბლით

ლარიფანი ლარინგო – ალუბლით. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლარიფანი ლარინგო – ალუბლით  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ლარიფანი ლარინგო ალუბლით
– ლარიფანი – ორსპირალური რნმ – ააქტივებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებს და ბაქტერიებს, აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ებრძვის ანთებით პროცესებს პირის ღრუსა და ხახაში, გამოხატული აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, იცავს ორგანიზმს ინფექციის გავრცელებისგან.
– ალუბალი – შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას; ასევე, B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, ფოლის მჟავას, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, მაგნიუმსა და იოდს. საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ. ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, შეუცვლელია ბავშვების და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.

ლარიფან ლარინგო უნიკალური ბუნებრივი იმუნომოდულანტი საწუწნი აბების სახით
– ანტივირუსული მოქმედება
– ანტიმიკრობული მოქმედება
– მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
– აღადგენს და ინარჩუნებს ადილობრივ იმუნიტეტს
– ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის

ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალება პირის ღრუს და ყელის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის

ჩვენებები:
– ყელის ტკივილი
– გინგივიტი, სტომატიტი (მათ შორის აფთოზური)
– გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
– რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
– ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება
– პირის ღრუს წყლულოვან-ეროზიული პროცესები

ლარიფანი ლარინგოს გამოყენების წესი:
ერთი ლარინგო დღეში 3-5ჯერ გასაწუწნად. 3-5 დღის მანძილზე.

უსაფრთხოა ბავშვებსა და ორსულებში.

გამოშვების ფორმა:
ჟელეს მაგვარი საწუწნი აბი

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ლარიფანი, ლატვია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook