ლარიფიკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი) / Larifikehl D4 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
Laricifomes officinalis D4 თვისებები 1 კაფსულა შეიცავს: Laricifomes officinalis D4 330 მგ-ს, HAB-ის
6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: Hypromelose (კაფსულის გარსი), ლაქტოზა
ჩვენება
– ტემპერატურის მომატება, ფილტვების დაავადების, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანთებები
– პირველადი ქრონიკული პოლიართრიტი
თვისებები
Larifikehl-ი პრეპარატია, რომელიც სოკო Laricifomes officinalis იდანაა (ლარიქსის სოკო) მიღებული. ხალხურ მედიცინაში, ძირითადად, ფილტვის დაავადების თანმხლები ღამის ოფლიანობის დროს, ასთმის, ხველების საწინააღმდეგოდ ინიშნებოდა, გამოიყენება ასევე როგორც საფაღარათო საშუალება. Larifikehl-ს იღებენ
ხის სოკოს მიცელიუმისაგან, პროფესორ ენდერლაინის მიერ დამუშავებული მეთოდით, რომელიც ობის სოკოებისაგან იზოპათიური პრეპარატების დამზადებისათვის გამოიყენება.

მიღების წესი
და დოზირება
მიიღება მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, დღეში ერთხელ
1-3 კაფსულა, საუზმემდე ან საღამოს, ძილის წინ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითებები
შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმა:
20 კაფსულა
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook