ლარიფიკელ D5 ამპულები / Larifikehl D5 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Laricifomes officinalis D5 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11-ის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენება

– ტემპერატურის მომატება, ფილტვების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანთებები
– პირველადი ქრონიკული პოლიართრიტი
თვისებები
Larifikehl პრეპარატია, რომელიც სოკო Laricifomes officinalis-იდან არის (ლარიქსის სოკო) მიღებული. ხალხურ მედიცინაში, ძირითადად, ფილტვების დაავადების თანმხლები ღამის ოფლიანობის დროს, ასთმის, ხველის საწინააღმდეგოდ ინიშნებოდა, გამოიყენება ასევე როგორც საფაღარათო საშუალება. Larifikehl-ს იღებენ
ხის სოკოს მიცელიუმისაგან, პროფესორ ენდერლაინის მიერ დამუშავებული მეთოდით, რომელიც ობის სოკოებისაგან იზოპა-თიური პრეპარატების დამზადებისათვის გამოიყენება.
მიღების
წესი და
დოზირება
შეჰყავთ კვირაში 2-ჯერ 1 მლ ინტრამუსკულურად, ინტრავენურად, კანქვეშ ან კანში
გვერდითი
მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმა:
1.0 მლ ამპულა N10 და N50
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook