ლარიფიკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) / Larifikehl D5 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Laricifomes officinalis D5 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება

– ტემპერატურის მომატება, ფილტვების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანთებები
– პირველადი ქრონიკული პოლიართრიტი
თვისებები

Larifikehl-ი პრეპარატია, რომელიც სოკო Laricifomes officinalis იდანაა (ლარიქსის სოკო) მიღებული. ხალხურ მედიცინაში, ძირი- თადად, ფილტვების დაავადების თანმხლები ღამის ოფლიანობის დროს, ასთმის, ხველის საწინააღმდეგოდ ინიშნებოდა, ასევე გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. Larifikehl-ს იღებენ
ხის სოკოს მიცელიუმისაგან, პროფესორ ენდერლაინი მიერ დამუშავებული მეთოდით, რომელიც ობის სოკოებისაგან იზოპათიური პრეპარატების დამზადებისათვის გამოიყენება.
მიღების
წესი და
დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი ერთხელ დღეში, საკვების მიღებამდე.
შესაზელად:
პარენტერული მკურნალობისას კვირაში 2-ჯერ, 5-10 წვეთი უნდა
შეიზილოს მტკივნეულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში
გვერდითი
მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები

ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმა:
წვეთები 10 მლ
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება