ლაქტოკარბონი

  • თურმანიძის მალამოები

ლაქტოკარბონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლაქტოკარბონი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ხელს უწყობს და აადვილებს ნაწლავებში დაგროვილი აირების ფიზიოლოგიურ გამოყოფას

შემადგენლობა:
მცენარეული გააქტივებული ნახშირი, კამის (Foeniculum vulgare Mill.) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი 0.5% ესენციური ზეთის შემცველობით; მწვანე ანისულის (Pimpinella anisum L.) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი, ანგელოზას (Angelica archangelica L.) ფესვების მშრალი ექსტრაქტი, ბარამბოს (Melissa officinalis L.) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 2% როზმარინის მჟავას შემცველობით; ბრომელაინი, ნაღველას (Gentian alutea L.) ფესვის მშრალი ექსტრაქტი, Lactobacillus acidophilus LA1

დამხმარე ნივთიერება:
მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი. კაფსულის გარსი: მცენარეული წარმოშობის ჟელატინი (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა).

ჩვენებები:
ლაქტოკარბონი საკვები დანამატია, რომლის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია გააქტივებული ნახშირი და ენზიმები; პროდუქტი ასევე შეიცავს კამას, მწვანე ანისულს და ბარამბოს, რომლებიც აადვილებენ ნაწლავური აირების გამოყოფას და ასევე, ანგელოზას და ნაღველას, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელების პროცესს.

გამოყენება:
რეკომენდებულია დღეში 2-3 კაფსულის მიღება, ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები:
კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროდუქტის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. პროდუქტში შემავალი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ლაქტოკარბონის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენებასთან დაკავშირებული და ურთიერთქმედების შემთხვევები არ არის ცნობილი.

სიფრთხილის ზომები:
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია დღიური რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი არ ცვლის სხვადასხვა სახის ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

შენახვის პირობები:
პროდუქტი შეიცავს რძის ცოცხალ ფერმენტებს, მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისადმი. პროდუქტი უნდა ავარიდოთ მაღალ ტემპერატურას ან ტემპერატურათა მკვეთრ სხვაობას. ინახება გრილ და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, სასურველია ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C.

ვარგისობის ვადა ეხება ორიგინალ შეფუთვაში და მითითებულ პირობებში შენახულ პროდუქტს.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Erba Vita, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook