ლევამიზოლი – LEVAMISOLE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სწრაფად მოქმედი ანტიჰელმინთური საშუალება. მაღალეფექტურია ასკარიდოზისა და ანკილოსტომიდოზის დროს. ჰელმინთებთან კონტაქტისას იგი იწვევს ნერვული განგლიების ბლოკადასა და კუნთების დამბლას, რის შედეგადაც პარალიზებული ჰელმინთები 24 სთ-ში გამოდის ორგანიზმიდან. პრეპარატი ავლენს იმუნომოდულატორულ თვისებებსაც, რაც გამოიხატება მის უნარში გააძლიეროს ლიმფოციტებისა და მოფაგოციტე მონონუკლეარული სისტემის უჯრედები.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება CVN-დან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 2 სთ-ია. პრეპარატი მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან 2 დღის განმავლობაში.
ჩვენებები
ანტიჰელმინთოზური მიზნით: ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი.
იმუნომოდულატორული მიზნით: ინფექციური დაავადებები, მორეციდივე მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, მეჭეჭები, ბავშვებში – ზედა სასუნთქი გზების ხშირად მორეციდივე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მორეციდივე სინუსიტები, ქრ. აქტიური ჰეპატიტი, პერსისტიული ვირუსული ჰეპატიტი, რომლის დროსაც ავსტრალიური ანტიგენი RBTFp სისხლში 3 თვეზე მეტ ხანს რჩება.
იმუნოდეფიციტური მდგომარეობები და აუტოიმუნური დაავადებები რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, რეიტერის დაავადება, CWV-ს დროს სხვა საშუალებით მიღწეული რემისიის შენარჩუნება.
ფილტვებში, მსხვილ ნაწლავში, სარძევე ჯირკვლებში ავთვისებიანი წარმონაქმნების ქირურგიული, სხივური და ქიმოთერაპიული მკურნალობის დროს.
ლიმფოგრანულემატოზი და ლეიკოზები რემისიის პერიოდში ქიმიოთერაპის კურსებს შორის.
დოზირების რეჟიმი
როგორც ანტიჰელმინთური საშუალება მოზრდილებში ინიშნება 15 მგ ერთჯერადი დოზით.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ერთჯერადად 2.5 მგ/კგ ღამით.
როგორც იმუნომოდულატორი: ინიშნება 15 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში შემდგომი 2 კვირიანი ინტერვალებით, ან 15 მგ დღეში კვირაში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
ანტიჰელმინთური მიზნით ერთჯერადი მიღებისას, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, მუცლის ტკივილს.
იმუნომოდულატორული მიზნით დეკარისის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ნევროლოგიური მოშლილობები, უფრო საშიშია აგრანულოციტოზი, რომელიც ხშირად ვითარდება რევმატოიდური ართრიტის მქონე ქალებსა და დადებითი RDF 28-ის მქონე ავადმყოფებში.
უკუჩვენებები
* ანამნეზში წამლისმიერი აგრანულოციტოზის არსებობა;
* ზემგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
♦ ინფექციური დაავადებების დროს პრეპარატის იმუნომოდულატორული მიზნით დანიშვნის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ პრეპარატი არ ცვლის ამ დაავადებების დროს ნაჩვენებ ანტიბიოტიკებს. ან სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებს.
♦ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პერიფერიული სისხლის კონტროლი ლეიკოციტების რაოდენობისა და ფორმულის შემოწმების მიზნით პირველი დოზის – 15 მგ მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. თუკი ლეიკოციტების რაოდენობა 3-ზე ნაკლებია, ან ნეიტროფილების რიცხვი მცირდება 1-მდე 1 მკლ-ში, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე. ამის შემდეგ შეიძლება პრეპარატის მიღების გაგრძელება. თუკი ლეიკოციტების ან ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება კვლავ გრძელდება, პრეპარატს ხსნიან.
♦ მკურნალობის პროცესში იკრძალება ალკოჰოლი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლევამიზოლის დანიშვნა არ შეიძლება ლეიკოპენიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად, მაგალითად პირაზოლონის წარმოებულებთან ერთად.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook