ლევოფლოქსი

ლევოფლოქსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლევოფლოქსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოფლოქსაცინი/levofloxacin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები

ათქ კოდი J01MA12

შემადგენლობა
ტაბლეტები: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ლევოფლოქსაცინი 500 მგ.
ფლაკონები: თითოეული 100 მლ ფლაკონი საინფუზიო ხსნარი შეიცავს:
ლევოფლოქსაცინი 500 მგ (5 მგ/მლ).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევოფლოქსი (ლევოფლოქსაცინი) წარმოადგენს ფტორქინოლონის ახალ თაობას გაზრდილი ანტიმიკრობული მოქმედებით და ქსოვილში შეღწევადობით. ის წარმოადგენს ოფლოქსაცინის მარცხნივმბრუნავ იზომერს და ორჯერ მეტად აქტიურია ოფლოქსაცინთან შედარებით.
ლევოფლოქსი სწრაფად და სრულად აბსორბირდება პერორალურად მიღების შემდეგ და მისი ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 99% პერორალური დოზის მიღების შემდეგ. მის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს საკვები. ამიტომ მისი მიღება შეიძლება საკვებისაგან დამოუკიდებლად.
ლევოფლოქსი ფართოდ ვრცელდება სხეულის ქსოვილებსა და სითხეებში, განსაკუთრებით ბუშტუკების სითხეში, ფილტვების ქსოვილში, ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, პროსტატაში, სათესლეებში, სათესლის დანამატში, სპერმაში და საშვილოსნოს ქსოვილში. პერორალური დოზის დაახლოებით 25% უკავშირდება პლაზმის პროტეინს.
ლევოფლოქსი განიცდის მინიმალურ მეტაბოლიზმს ღვიძლში და პერორალური დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა შარდშით უცვლელი წამლის სახით ნახევარგამოყოფის პერიოდით 8 საათი.

ანტიმიკრობული მოქმედება:
ლევოფლოქსს გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება თრგუნავს რა დნმ-ის ენზიმ ჰირაზას, რომელიც საჭიროა დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციის, რეგენერაციისა და რეკომბინაციისთვის.
სხვა ქინოლონებისაგან განსხვავებით, ლევოფლოქსი აქტიურია გრამდადებითი მიკრორგანიზმების მიმართ შტრეპროცოცცუს სპპ. ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმის ჩათვლით; ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმრავლესობის და ატიპიური ბაქტერიების მიმართ.

აერობული გრამდადებითი ბაქტერიები:
• სტაფილოკოკის სხვადასხვა სახეობები, მაგ. Staph. aureus (პენიცილინაზას წარმომქმნელი ან მეთიცილინისადმი მდგრადი) Staph. epidermidis, Staph. saprophyticus
• სტრეპტოკოკის სხვადასხვა სახეობები, მაგ. S. pneumoniae (პენიცილინისადმი მდგრადი სახეობების ჩათვლით), S. puogenes, S. viridans, S. faecalis
• სხვა გრამდადებითი ბაქტერიები მაგ. Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis

აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები:
Haemophilus influenzae,
Legionella pneumophilla
Klebsiella pneumoniae
Escherichia coli
Moraxella catarrhalis
Neiseria gonorrhoea
Pseudomonas aeruginosa
Atypical bacteria
Chlamydia pneumoniae
Chlamydia trachomatis
Mycoplasma pneumonia
Morganella morganii
Providencia spp.
Salmonella spp.
Proteus mirabilis
Shigella spp.
Yersinia spp.
Enterobacter spp.
Anaerobic bacteria
Bacteroides fragilis
Clostridium perfringens

ჩვენებები
• მწვავე მაქსილარული სინუსიტი
• ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება
• არანოზოკომიალური პნევმონია (ტიპიური ან ატიპიური ბაქტერიები)
• ნოზოკომიალური პნევმონია (Nოსოცომიალ პნეუმონია)
• კანის და კანის სტრუქტურის გართულებული ან გაურთულებელი ინფექციები: მაგ: აბსცესი, ცელულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო, პიოდერმა, ჭრილობის ინფექციები.
• საშარდე გზების გართულებული ან გაურთულებელი ინფექციები
– ზედა საშარდე გზების ინფექციები: მაგ. მწვავე პიელონეფრიტი
– ქვედა საშარდე გზების ინფექციები: მაგ: ურეთრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი
• ილეოტიფი და სხვა ენტერალური ინფექციები.

მიღების წესები და დოზები
ლევოფლოქსის მიღება- ფლაკონი:
ლევოფლოქსის ფლაკონი მოარიდეთ სინათლეს და შეინახეთ 300ჩ ნაკლები ტემპერატურის პირობებში. მიღების დროს არ არის აუცილებელი სინათლისაგან დაცვა.
ლევოფლოქსის ფლაკონი უნდა მიიღოთ ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით სულ მცირე 60 წუთის განმავლობაში.
ლევოფლოქსის ფლაკონი შეთავსებადია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5% დექსტროზას ხსნართან, მაგრამ არ უნდა გაიხსნას ჰეპარინში ან ალკალინის ხსნარებში.
რეზინის საცობის გახვრეტის შემდეგ ხსნარი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ (3 საათის განმავლობაში), რათა თავიდან აიცილოთ ხსნარის ბაქტერიული დაბინძურება.

გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, დიარეა ან ძილის დარღვევები. dozireba • მწვავე მაქსილარული სინუსიტი:
500 მგ ერთჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.
• ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება:
500 მგ ერთჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
• პნევმონია:
500 მგ ერთჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.
• ნოზოკომიალური პნევმონია და კანის გართულებული ინფექციები:
750 მგ ერთჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში.
• კანის გაურთულებელი და კანის სტრუქტურის ინფექციები:
500 მგ ერთჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
• საშარდე გზების გართულებული ინფექციები:
250 მგ ერთჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში
• საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები:
250 მგ ერთჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.
• ტიფოზური და სხვა ენტერალური ინფექციები:
500 მგ ერთჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში
• ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი:
500 მგ ერთჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში.

დოზირება პაციენტებისათვის თირკმლის გაუარესებული ფუნქციით

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა ქინოლონებისადმი
– პაციენტები ეპილეფსიის ანამნეზით, განსაკუთრებით ისინი, ვინც უყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
– ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
– ანამნეზში მყესების დაზიანება

გაფრთხილება
– თავიდან უნდა აიცილოთ დიდი ხნით სინათლის ექსპოზიცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია.
– იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემიური რეაქციები პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ჰიპოგლიკემიურ საშუალეებებს
– პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტით
– იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის წნევის დაცემა საინფუზიო ლევოფლოქსის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ინფუზია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა ქინოლონებისაგან განსხვავებით ლევოფლოქსს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება თეოფილინთან, ვარფარინთან, დიგოქსინთან, ციკლოსპორინთან.
ანტაციდებმა და მეტალის კათიონებმა (მაგ. რკინა, ცინკი), შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლევოფლოქსის აბსორბციაზე, ამიტომ ეს პრეპარატები უნდა მიიღოთ ლევოფლოქსის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 30°C ნაკლები ტემპერატურის პირობებში

გამოშვების ფორმა: 500მგ ტაბლეტი №5, 500მგ/100მლ საინფუზიო ფლაკონი.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Amoun Pharmaceuticals, ეგვიპტე

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook