ლევოქსინი

ლევოქსინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლევოქსინი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოფლოქსაცინი/levofloxacin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები

ათქ კოდი J01MA12

ფარმაკოდინამიკა:
ლევოფლოქსაცინი აბლოკირებს დნმ-ჰირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ს, თრგუნავს დნმ-ის სინთეზს, იწვევს ღრმა მორფოლოგიურ ცვლილებებს ციტოპლაზმაში, უჯრედის კედელსა და მემბრანებში. მოქმედების მექანიზმის უნიკალურობა უზრუნველყოფს მის აქტივობას გამომწვევთა იმ შტამების მიმართ, რომლებიც მდგრადია სხვა ჯგუფების ანტიბაქტერიული პრეპარატების მოქმედებისადმი. პრეპარატი აქტიურია ფართო სპექტრის მიკროორგანიზმების მიმართ:
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Corynebacterium diphtheriae, Enterococcus spp. (მ.შ. Enterococcus faecalis), Listeria monocytogenes, Staphylococcus spp., Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, C და G jgufis Streptococcus spp. (მ.შ. Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii, Acinetobacter spp., Actinobacillus actinimycetemcomitans, Citrobacter freundii, Eikenella corrodens, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter spp. (მ.შ. Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp. (მ.შ. Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae), Moraxella cattaralis, Morganella morganii, Neisseria gonnorrhoeae, Neisseria meningitidis, Patseurella spp. (მ.შ. Pasteurella conis, Pasteurella dagmatis, Pasteurella multocida), Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp. (მ.შ. Providencia rettgeri, Providencia sruartii), Pseudomonas spp. (მ.შ. Pseudomonas aeruginosa), Salmonella spp., Serratia spp. (Serratia marcescens);
ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides fragilis, Bifidobacterium spp., Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterum spp., Veilonella spp.;
სხვა მიკროორგანიზმები: Bartonella spp., Chlamydia pneumoniae, Chlamydia psittaci, Chlamydia trachomatis, Legionella pneumophila, Legionella spp., Mycobacterium spp. (მ.შ. Mycobacterium leprae, Mycobacterium tuberculosis), Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Rickettsia spp., Ureaplasma urealyticum.

ფარმაკოკინეტიკა
500 მგ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანისას Cmax 6,2±1,0 მკგ/მლ, Tmax 1,0±0,1 ს, T1/2=6,4±0,7. დაახლოებით 30-40% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პრეპარატი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება. ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით უპირატესად თირკმლების მეშვეობით.

ჩვენება:
–    ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია და სხვა);
–    ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, შუა ოტიტი და სხვა);
–    შარდგამომყოფი გზების და თირკმლის ინფექციები (მწვავე პიელონეფრიტი);
–    სასქესო ორგანოების ინფექციები (უროგენიტალური ქლამიდიოზი, ენდომეტრიტი, ვულვოვაგინიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, აბორტის ინფექციური გართულებები);
–    კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, ჩირქოვანი ათერომები, აბსცესები, ფურუნკულები).
–    ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
–    სეპტიცემია/ბაქტერიემია
–    ინტრააბდომინალური ინფექციები:
–    ტუბერკულოზის წამლის მიმართ რეზისტენტული ფორმების კომპლექსური თერაპია.

გამოყენების წესი და დოზები:
ლევოქსინის ვენაში ინფუზიისვის გათვალისწინებულია ნელი ი/ვ ნაკადი. 500–750მგ ყოველ 24 სთ–ში
(500მგ საინფუზიო დრო შეადგენს 60წთ, 750მგ – 90წთ).
არაჰოსპიტალური პნევმონია 500მგ 1–2ჯერ დღეში 7–14 დღე
საშარდე გზების ინფექციების დროს 250მგ 1–ჯერ დღეში 7–14 დღე
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს 500მგ 2–ჯერ დღეში 7–14 დღე
სასქესო ორგანოების ინფექციების დროს 500მგ 1–ჯერ დღეში 7–14 დღე
ინტრააბდომინალური ინფექციების დროს 500მგ 1–ჯერ დღეში         7–14 დღე

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;  ეპილეფსია; ქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესების დაზიანება, ორსულობა და ლაქტაცია, ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
თეოფილინთან და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებთან გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვის განვითარების რისკი, გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან მყესების გაწყვეტის რისკს.

გამოშვების ფორმა: 5 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Claris Injectables Ltd. ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook